პირველი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი

ოცნების ბათუმი

მსოფლიოს ერთერთი უდიდესი სატელევიზიო კომპანია ჩNN-ის ეთერში საქართველოს შესახებ რეპორტაჟების ჩვენება დაიწყო. ამჯერად გადაცემა “ინტერნეშენალ აილისტის” ობიექტივში ბათუმი მოექცა. რეპორტაჟში იმ დიდ ცვლილებებზე იყო საუბარი რომელიც ქალაქმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განიცადა. აგრეთვე იმ სირთულეებზე გამახვილდა ყურადღება, რომლის გადალახვაც ქვეყნის მთავრობას მოუხდა იმისათვის რომ ასეთი დიდი შედეგებისთვის მიეღწია. Gადაცემის წამყვანი ჯიმ ქლაინი აღნიშნავდა რომ მსგავსი სილამაზე და სასწაულო არსად უნახავს. ალბათ სულაც არ არის გასაკვირი რომ ბათუმი ნელ-ნელა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა. დაგეგმილია უამრავი პროექტი რომელიც ბათუმს ყველასთვის სასურველ ქალაქად გადააქცევს.
2009 წელს ქალაქმა 554150 ტურისტს უმასპინძლა და როგორც ბათუმის ტურიზმის დეპარტამენტში აღნიშნავენ 2010 წლის სეზონისათვის ამ მაჩვენებლის გაორმაგებას ელოდებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში ისეთი გრანდიოზული პროექტები დასრულდა, როგორიცაა სასტუმრო “შერატონი” და დელფინარიუმი. აგრეთვე რესტავრაცია ჩაუტარდა ბათუმის ძველ უბნებს და მათ პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა. 

 

ევროპის მოედანს ქალაქის ცენტრში საბოლოო იერსახე მიეცა, მოცეკვავე შადრევანითა და “კოლხი მედეას” მილიონიანი ისტორიული ქანდაკებით.  ბულვარი კი უკვე 25 კილომეტრის მანძილზე გასდევს ბატუმის სანაპიროს და პიდაპირ უერთდება ბათუმის აეროპორტს. ბულვარში უამრავი გასართობიია ბარები, რესტორნები, დისკოტეკები ღამის კლუბები და სხვა, სადაც მსოფლიოში გამოჩენილი ვარსკვლავები კონცერტებს მართავენ . უკვე გაიხსნა “ბათუმი პლაზა”, რომელიც მთლიანად ტურისტების გართობაზეა ორიენტირებული სადაც საცურეო აუზები გამის კლუბები და სპორტული კომპლექსებია განთავსებული. 2010 წელს ქალაქში დაგეგმილია უამრავი ღონისძიება: კინოფესტივალები საერთაშორისო გამოფენები და კონცერტები როგორც ქართველი ისე უცხოელი მომღერლების მონაწილეობით.
2011 წელი კი ბათუმში მრავალი პროექტის დასრულებით აღინიშნება. მათ შორისაა ბულვარის საბოლოო იერსახე და თხუთმეტამდე ახალი საერთაშორისო დონის სასტუმრო კომლექსი, ისეთები როგორიცაა “რედისონი” “ჰილტონი” და მრავალი სხვა. 

ასეთი მაღალი დონის პროექტების შემდეგ ეჭვ გარეშეა, რომ ქალაქი მსოფლიოს წამყვანი ტურისტული ქალაქების რიცხვში მოექცევა და ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ტურისტებს. 

PDF

Written by ნიკა მუკბანიანი

2010/05/12 at 20:48

Posted in უკატეგორიო