პირველი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი

Author Archive

კვირის ქრონიკა

 გამოდარება ჯერ ადრეა

შესამჩნევი გამოდარება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი არ არის. მეტეოროლოგების ცნობით, პირველი მაისიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექების რაოდენობა შემცირდება და ჰაერის ტემპერატურაც რამდენიმე გრადუსით აიწევს, თუმცა ამინდი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას მხოლოდ 7 მაისის შემდეგ დაიწყებს.

მდინარეებში წყლის დონე მომდევნო ორი დღის განმავლობაში შემცირდება. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ იწვიმებს, ნალექია მოსალოდნელი დედაქალაქშიც.

რაც შეეხება მდგომარეობას გზებზე, ამ მხრივ ვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით სტაბილურია, თუმცა, რთულ მონაკვეთებში: კახეთსა და რაჭაში საგზაო დეპარტამენტს მუდმივი კავშირი აქვს ჰიდრომეტცენტრთან და გადაწყვეტილებებს ოპერატიულ რეჟიმში უახლესი ინფორმაციის საფუძველზე იღებენ. 30 აპრილიდან უამინდობის მიზეზით სატრანსპორტო მოძრაობა არსად არის შეზღუდული.

ალიანსის” საარჩევნო სია

სოზარ სუბარი ”ალიანსი საქართველოსთვის” თბილისს საკრებულოსთავმჯდომარე აღარ იქნება. საარჩევნო სიის ასეთისახით პრეზენტაცია ალიანსის პოლიტიკურმა გაერთიანებამ 29 აპრილს მოულოდნელად გამართა.

პირველ ათეულში შედია – თინა ხიდაშელი, დავით საგანელიძე, ზურაბ აბაშიძე, ნათელა მაჭავარიანი, ვიქტორ დოლიძე, დავით ბერძენიშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, კახა სეთურიძე, მამუკა კაციტაძე, ალექსი პეტრიაშვილი.

ალიანსის საარჩევნო სია 64-კაციანია. მასში არ არის სოზარ სუბარი, ალიანსის წარმომადგენელთა განმარტებით მან გაერთიანების თავმჯდომარეების თანხმობით, მიიღო გადაწყვეტილება, მოხსნას საკუთარი კანდიდატურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან.

იმ შემთხვევეაში, თუ ”ალიანსი” უმრავლესობით მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საკრებულოს თავმჯდომარეობას იმ ოპოზიციურ ძალას შესთავაზებს, ვინც ”ალიანსის” შემდეგ ყველაზე მაღალ შედეგს აჩვენებს. 29 აპრილის სპეციალურ ბრიფინგზე ”ალიანსის” ახალი ჰიმნიც გაჟღერდა, რომელიც გაერთიანებისთვის მამუკა ჩარკვიანმა დაწერა.

პრეზიდენტი მილკენის ინსტიტუტში

მიხეილ სააკაშვილი 28 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიდა, სადაც მილკენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გლობალურ კონფერენციას დაესწრო ბევერლი ჰილზში. ამ ღონისძიების სპონსორები იყვნენ ცნობილი კომპანიები – კრედიტსერვისი, შევრონი, კაუფმანი, ნიუსკორპი, ბლემბერგი, დოიჩებანკი და სტარბაკსი.

წლევანდელ კონფერენციაში მსოფლიოს ბევრი ცნობილი სახე მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი და ცნობილი ჩოგბურთელი ანდრე აგასი. მიხეილ სააკაშვილი კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ომისა და ეკონომიკურ პროცესებზე. დასასრულს კონფერენციის წამყვანმა შეხვედრის მონაწილეებს ურჩია საქართველოს მოინახულება.

მიხეილ სააკაშვილი ლოს-ანჯელესში ცნობილი კორპორაციების ხელმძღვანელებსაც შეხვდა, მათ შორის ”დაიმონდ რისთორის” ხელმძღვანელს სტეფან კლუბეკს, ”კონტინენტალ გრეინ კორპორეიშენის” ხელმძღვანელს პოლ ფრაიბურგს, ასევე კორპორაცია ”ფიფიჯის” პრეზიდენტს დევიდ ბოდმანს და ”ჰარაშ ინტერტეინმენტის” პრეზიდენტს გარი ლაფერმანს. შეხვედრებზე საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონსაც ეწვია და ატლანტიკური საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონს და მომღერალ ბონოს სპეციალური ჯილდო გადასცეს.

პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ საქართველოში არ დაბრუნებულა.

ბაქრაძე დევიდ ვილშაერს აკრიტიკებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის ქმედებებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც აკრიტიკებს და მისი ნაბიჯები მიუღებლად მიაჩნია.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს ბოლო სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ შეუძლებელია ვილშაერის მიერ მომზადებულ დასკვნას ენდონ.

ბაქრაძისთვის, როგორც საქართველოს დელეგაციისა და ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნებისთვის, მიუღებელია, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენელი შეხვედრას მართავდეს იმ ე.წ. ქვეყნის ელჩთან, რომელიც რუსეთის გარდა, ევროსაბჭოს არცერთი წევრის მიერ არ არის აღიარებული.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მიუღებელია ევროსაბჭოს მანდატით მოქმედი პირი თავად მოქმედებდეს ევროსაბჭოს მიერ აღიარებული ნორმების წინააღმდეგ და ბუნებრივია, რომ მის მიერ მომზადებული დასკვნა ობიექტური ვერ იქნება.

როგორც ცნობილია, ევროსაბჭო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ რეზოლუციას აღარ მიიღებს. მიზეზად მოხსენების ტექსტზე მონიტორინგის ჯგუფის წევრების დევიდ ვილშაერისა და მათიას იორშის შეუთანხმებლობა სახელდება.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ევროსაბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოხსენების ტექსტის განხილვა, რადგან ვილშაერი იმყოფებოდა მოსკოვში და სწორედ მოსკოვში შეხვდა დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 26 აპრილს გაიხსნა და 30 აპრილამდე გაგრძელდება.

ცესკოში კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა

30 მაისის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა 30 აპრილს ამოიწურა. ამავე ვადაში წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატები. თბილისის მერის არჩევნებზე ერთმანეთს ცხრა კანდიდატი დაუპირისპირდება. ამათგან ხუთი კანდიდატი – ”ეროვნული საბჭო” – ძვიად ძიძიგური, ”საქართველოს დემოკრატიული პარტია” – დავით იაკობიძე, ”ნაციონალური მოძრაობა” – გიგი უგულავა, ”სახალხო დემოკრატები” – ნიკა ივანიშვლი, ”მომავალო საქართველო” – გიორგი ლაღიძე რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდნენ.

რაც შეეხება ”ალიანსი საქართველოსთვის” კანდიდატს ირაკლი ალასანიას, ”ქრისტიან დემოკრატების” – გია ჭანტურიას, ”მრეწველების” – გოგო თოფაძეს და პარტია ”სოლიდარობის” კანდიდატს თამაზ ვაშაძეს, მათ კანდიდატბის წარსადგენად ბოლო დღე აირჩიეს.

ასე რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 16 პარტია და სამი პოლიტიკური ბლოკი მიიღებს.

ლავროვი ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. ამ თემაზე 29 აპრილს სერგეი ლავროვს მწვავე შეკითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიტყვით გამოსვლისას საქართველო არ უხსენებია, მას საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა შეუსრულებელი ვალდებულებები მაინც შეახსენეს.

ევროპელი დიპლომატები დაინტერესდნენ, როდის შეასრულებს მოსკოვი იმ სამ რეზოლუციას, რომლებიც რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის თაობაზეა მიღებული. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის პრეცენდენტი კოსოვოს აღიარება იყო და სწორედ ამის შემდეგ აღიარა რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

რუსეთი არ შეასრულებს ევროსაბჭოს რეზოლუციებს, რომელთა მიღებაც ნაკარნახევი იყო პოლიტიკური მოსაზრებებით. ახლახან გამართული დისკუსიები საშუალებას იძლევა საუბრებს ამ თემაზე უფრო სწორი მიმართულება მივცეთ. იმისათვის, რომ შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს მანდატსა და უფლებამოსილებას”–აცხადებს ლავროვი.

ევროსაბჭოს დეპუტატებისთვის კი მიუღებელი აღმოჩნდა ის, რაც ლავროვმა საპარლამენტო სესიაზე განაცხადა.

PDF

Written by მარინა მართალიშვილი

2010/05/06 at 06:22