პირველი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი

Author Archive

ქართველი ჯარისკაცების როლი მსოფლიო ისტორიაში

ვინ გვასახელა პირველმა და როდის? ისინი იყვნენ უცხო მიწაზე ტყვეებად გაყიდულები,  ვეხტმანის 30 000 ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი, დღესდღეობით კი სხვა ქვეყნის მშვიდობის სადარაჯოზე მყოფი მეომრები. ქართველობა ზოგადად ნიშნავს იყო თავგანწირული სხვა ერისთვისაც.

ისტორიკოს პაატა ბუხრაშვილის თქმით, ქართველობა ცნობილია მეომრობით. ჯერ კიდევ ძველი კოლხეთიდან გაჰყავდათ ახალგაზრდები და საჯარისო ფორმირებებს ქმნიდნენ.

ვინ იყვნენ მამლუქები? მხოლოდ  მონები თუ სხვა ქვეყნისთვის და ერისთვისმებრძოლნი თავდადებული ქართველი ვაჟკაცები?

ეგვიპტეში ტყვეებად გაყიდულმა თეთრკანიანმა მონებმა: იბრაჰიმ ქათხუა, ალი-ბეი ალ-ქაბირი, იბრაჰიმ-ბეი სინჯიკაშვილი, მურად ბეიმ უძლიერესი  იმპერია შექმნეს.სწორედ, ქართველთა ვაჟკაცობამ დაუდო საფუძველი ეგვიპტელთა გამოხსნას ოსმალთა მრავალწლიანი ბატონობისგან…

XIII-XIV საუკუნეებში ეგვიპტე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო ახლო აღმოსავლეთში. მამლუქებმა წარმატებით მოიგერიეს თათარ-მონღოლთა თავდასხმები. მამლუქთა ხანაში მოხდა მმართველობის სისტემის რეორგანიზაცია, გაუმჯობესდა ხელოვნური სარწყავი სისტემა, განვითარდა  კულტურა, მეცნიერება…

ნაპოლეონმა ვერ შეძლო მათი დამორჩილება და ეგვიპტეში ფეხის მოკიდება. მამლუქები აღმართული დროშებით შედიოდნენ იერუსალიმში… ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს ვინ იყვნენ მამლუქები, ქართველი სულისკვეთების ძლევამოსილი მეომრები”,_ამბობს ისტორიკოსი ზაზა ლეთოდიანი.

შალვა მაღლაკელიძე. რით დაამახსოვრა თავი ამ პიროვნებამ ისტორია? მას   ექვემდებარებოდა მთელი აღმოსავლეთ რეგიონი, როგორც მეთაურს. 1944 წელს კი ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდებაც მიიღო. წარმატებული ბრძოლები აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილო კავკასიაში, ყირიმში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში და სხვა. 1949-1952 წწ. პირველი ბუნდესკანცლერის კონრად ადენაუერის პირადი სამხედრო მრჩეველი იყო.  სხვა თუ არაფერი, კანცლერის მრჩეველობა არ უნდა წარმოადგენდეს უბრალო საქმეს.

”ტარასი ვაშაკიძე,- იყო ასეთი პიროვნება.მან   თურქეთის მეორე არმიის მთელი შატაბი ჩაიგდო ხელში და წამოასხა ტყვეებად. თურქებმა მას შაითან (ეშმაკი) კაპიტანი შეარქვეს” _  ამბობს ბატონი ზაზა.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს არსებობდა იყო  ქართველი ფრანგი ”მამლუქი” დიმიტრი ამილახვარი – ფრანგული “უცხოური ლეგიონის” ერთ-ერთი წარჩინებული წევრი. დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ აფრიკაში 1942 წლის 24 ოქტომბერს, ელ-ალ ამეინის ცნობილ ბრძოლაში. შარლ დეგოლის ბრძანებით 1955 წელს დაჯილდოვდა ლეგიონის უმაღლესი ორდენით.
ქართველი ჯარისკაცები იდგნენ პოლონეთის სამსახურშიც, როცა ამას დრო და საჭიროება მოითხოვდა. რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქართველთა  ერთი ჯგუფი დაფუძნდა კონსტანტინოპოლში. მათი უმეტესობა იქ დიდხანს არ გაჩერებულა. მცირე ჯგუფი საქართველოში დაბრუნდა, ხოლო დანარჩენებმა გადაწყვიტეს ბედი სხვა ქვეყნებში ეცადათ. მაგალითად, საფრანგეთში, ქართველები  ძირითადად დასახლდნენ პარიზში და  ქართული პოლიტიკური ცენტრი ჩამოაყალიბეს “ემიგრაციაში”.  ახალგაზრდა ქართველების გარკვეული რაოდენობა მიიღეს ფრანგულ სამხედრო აკადემიებში. მათი დამთავრების შემდეგ, ისინი გახდნენ ფრანგული არმიის ოფიცრები და მსახურობდნენ უცხოელთა ლეგიონში, აფრიკაში. ბევრი  მათგანი გახდა ფრანგული არმიის წარჩინებული ოფიცერი. ერთ-ერთმა მათგანმა, პრინცმა ბაზორკა ამილახვარმა ( თავადი დიმიტრი გიორგის ძე ზედგინიძე-ამილახვარი )(31/10/1906–24/09/1942). სახელი მოიხვეჭა უცხოელთა ლეგიონში მსახურობისას.

გენერალი კონიაშვილი- იყო მიზანდასახული, სიმპათიური და ტემპერამენტიანი ქართველი და სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც თურქების დამპყრობელს, ერზერუმის ციხე-სიმაგრეში.  მისით აღფრთოვანებულნი  იყვნენ და პატივს სცემდნენ.

კონიაშვილი  კავკასიის ფრონტზე მსახურობდა რუსული რევოლუციის დამთავრებამდე. 1917 წელს იგი  დააპატიმრეს და გააგზავნეს ერზერუმში, სადაც  უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. მას დახვრეტა მიუსაჯეს. ციხიდან გაქცეული გენერალი მატარებელში ვერ იცვნეს . საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ  გენერალ კონიაშვილს შესთავაზეს საქართველოს საზღვართან, (სოჭში) ახალი არმიის ხელმძღვანელობა.

მეორე მსოფლიო ომში დიმიტრი  შალიკაშვილი გერმანელებთან საქართველოს  ბოლშევიკური რუსეთის მარწუხებისაგან  თავისუფლებისათვის იბრძოდა. შემდეგ, მისი სამხედრო ერთეული ბრიტანელებმა იგდეს ხელთ და ომის ბოლომდე მან სამხედრო ტყვეთა ბანაკში გაატარა.

დიმიტრის მემკვიდრე არანაკლებ სახელგანთქმული გენერალი გახდა. მალხაზ შალიკაშვილი საკუთარი ნებით შევიდა ამერიკის არმიაში, სადაც დაიწყო  მისი რთული მაგრამ თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა.

1993 წლის 25 ოქტომბერს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი დაინიშნა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ. ამჟამად,  სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორია, სადაც იგი მოღვაწეობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრში.

”დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ ქართველი კაცის ვაჟკაცობაზე, მეომარ სულზე, თუმცა ორიოდე სიტყვით უნდა გადავხედოთ უახლოეს წარსულს. მას შემდეგ რაც  საქართველოს საზღვრის დასაცავად რუსი ჯარისკაცი ჩადგა, ქართველმა ჯარისკაცმა ფუნქცია დაკარგა. დღეს თითქოს საკუთარი თავის პატრონობის, დაცვის უფლება სხვას გადავაბარეთ. მაშინ როცა ქართველი კაცის ძარღვებში ვაჟკაცური, ბრძოლისუნარიანი სისხლი ჩქეფს”_ ამბობს ბატონი პაატა.

1 6 აპრილს  საპარლამენტო დელეგაცია დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით ავღანეთიდან დაბრუნდა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დეპუტატებმა ქაბულში დისლოცირებული ქართული ასეული მოინახულეს.

`როდესაც ჩვენ ამ ბაზაზე შემოვდიოდით, შემოსასვლელში იყვნენ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მსახურობენ და როცა დავინახე ქართველი ჯარისკაცები და მათ მხარზე ქართული დროშა, პირველი შეგრძნება იყო ძალიან დიდი სიამაყე, იმიტომ, რომ ეს არიან ღირსეული, ღირსეულად ჩაცმული და მომზადებული და გაწვრთნილი ვაჟკაცი ჯარისკაცები, რომლებიც აქ საქართველოს საქმეს აკეთებენ” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ისტორიკოსი პაატა ბუხრაშვილის აზრით: ”მეომრისთვის ბრძოლა აუცილებელია… ადამიანი იარაღს რომ ატარებს, იმავდროულად ღირსებაც თან დააქვს. უფუნქციოდ დარჩენილი იარაღი ან სათამაშოდ იქცევა ან დეკორაციულ ნივთად… ქართველი ჯარისკაცი კი დღეს სხვისთვის ცდილობს, სხვისთვის აკეთებს, მთელი უბედურებაც ამაშია”.

ღმერთო, მიეცი ქართველობას ერთიანი პირი , ერთი მიზანი და ერთიანი ძალა, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს გადასარჩენად!!!

სტატიის PDF ვერსია

Written by თეონა ფურცხვანიძე

2010/05/06 at 05:56