პირველი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი

Author Archive

გამოხატვის თავისუფლება საქართველოში

“შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ”
საქართველოს კანონში ცვლილებები და დამატებები.

2009 წლის 17 ივლის საქართველოს პარლამენტმა შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები და დამატებები შეიტანა.

კონსტიტუციის 44 მუხლის თანახმად ვიგებთ, რომ: “უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები” სწორედ ამ მუხლიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა ცვლილებები შეეტანა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში.
Mმე-9 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

1. აკრძალულია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში (საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სამართალდამცავიო ორგანოები, სამხედრო ნაწილები… ) და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
2. აკრძალულია შენობების ბლოკირება.

დაემატა შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

1. ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ნაწილობრივ ან სრულად შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია. აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ხელოვნურად.

კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით პარლამენტში იყო აზრთა სხვადასხვაობა. Oოპოზიციის ერთ-ერთი წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს ცვლილება ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ დასჭირდა, რომ სამომავლოდ თავიდან აეცილებინა აქციები და ხელმეორედ არ გამოევლო “საკნების პერიოდი”. Kკონსერვატორებმა კი ჩათვალეს, რომ ამ კანონით კიარ ხდება მათი უფლებების დაცვა, არამედ შეზღუდვა. მათ ხელისუფლების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლის მიხედვითაც კანონი უნდა ცნონ არაკონსტიტუციურად და შესაბამისად ძალადაკარგულად, ვინაიდან კანონი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ეწინააგმდეგება ევროპის ადამიანთა უფლებების პრეცენდენტულ სამართალს.
კახა კუკავას განცხადებით, ამ ხელისუფლებას ხალხის უფლებების დაცვა ნაკლებად აინტერესებს, მათ ეს კანონი მხოლოდ მათსავე საკეთილდღეოდ მიიღეს. კანონში ნახსენები ნებისმიერი შენობათაგან ოცი მეტრის რადიუსში არის სავალი გზა, რაც ხელისუფლებამ ზუსტად განსაზღვრა, თუმცა ეს არ იკმარა და გზის გადაკეტვასთან დაკავშირებითაც დაამატა მე-11 მუხლი.
ჩვენ გვქონდა ასეთი შეთავაზება: იმისათვის, რომ არ დარღვეულიყო არავის უფლება და ჩვენი მანიფესტაციების გამო გზა არ გადაკეტილიყო, არ უნდა მიეღოთ კანონი, რომელიც მანიფესტაციების რადიუსებს გამნსაზღვრავდა. სანაცვლოდ კი ჩვენ ვაძლევდით იმის გარანტიას, რომ მანიფესტაციების დროს არ მოხდებოდა არცერთი დაწესებულების კარის ბლოკირება. თუმცა, მათ მიიღეს კანონი, რომელიც არათუ ზღუდავს, არამედ კრძალავს გამოხატვის თავისუფლებას. კანონში მაღაზიების გარდა, ლამის ყველა შენობაა ჩამოთვლილი, რომლის წინაც არ შეილება აქციის ჩატარება. ხოლო თუ სამანქანო გზის დადაკეტვა ხანგრძლივად მომხდარა საქართველოში, ესეც ხელისუფლების დამსახურებაა. როდესაც საკნები დაიდგა და აქციები ტარდებოდა, ჩვენ დავდეთ პირობა, რომ საღამოობით მანქანის სავალი ნაწილი გაიხსნებოდა. მაგრამ, ყველამ ნახა, თუ რა შედეგი გამოიღო ამან. ხელისუფლების ბანდის წევრებმა ჩვენი ტექნიკა სათითაოდ დალეწეს. Aაპრილის თვიდან თბილისა და საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორი იყო საქართველოს კონსერვატიული პარტია. შესაბამისად, სადავო ნორმების შემოღებით შეილახა კონსტიტუციით გარანტირებული ჩვენი უფლებები და მომავალში მსგავსი აქციების ორგანიზებისას ამ ნორმების არსებობის შემთხვევაში, ჩვენი კანონიერი უფლებების რეალიზაციისას შეგვექმნება რიგი დაბრკოლებები.
საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა, 2008 წლის პირველი ნახევრის საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობას ეხება, წარადგინა ფაქტი, როდესაც ამავე წლის 24-25 მარტს საპროტესტო აქციის მომიტინგეები თავს დაესხნენ რუსთავი-2-ის ჟურნალისტს, თამარ ბაღაშვილს. აქ საქმე გვაქ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევასთან. კერძოდ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა, რომელიც ითვალისწინებს, რომ: “მასობრივი იფორმაციის საშუალებისათვის შეკრებაზე ან მანიფესტაციების მიღებასა და გავრცელებაში ხელის შეშლა ისჯება კანონით”. მიუხედავად ამისა, კანონით არცერთი აქციის მონაწილე არ დასჯილა. აქვე აღნიშნულია, რომ ოპოზიციურ პარტიებს ხშირად ჰქონდათ შეკრებისა და თავისუფლების სრული მოცულობით სარგებლობის შესაძლებლობა. პოლიცია ამ უფლებას განხორციელებაში არ ერეოდა მაშინაც კი, როდესაც ამისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა საფუძველი არსებობდა.

საქართველოში 2009 წლიდან მოქმედი კანონი “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” შეიძლება შევადაროთ ევროკონვენციის მეათე მუხლს, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ეხება, რომლის მეორე პუნქტში ნათქვამია, რომ: “ სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ სასურველ, უწყინარ ან ნეიტრალურ იფორმაციასა და იდეებს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი, ან შემაშფოთებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და გონიერების მოთხოვნები, ურომლისოდაც დემოკრატიული საზოგადოება ვერ იარსებებს” აქედან გამომდინარე შეიძლება დაისვას კითხვა თუ რამდენად შეესაბამება მიღებული კანონი საერთაშორისო სამართლის ნორმებს. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის, თეა თუთბერიძის განცხადებით კანონი რომელიც ამა წლის 17 ივლის იქნა მიღებული სრულად შეესაბამება, როგორც ამერიკის ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის პრეცენდენტულ სამართალს. იგი შინაარსობრივად ნეიტრალურია კონსტიტუციასთან და არცერთ მუხლთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით თავისი აზრი ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: “იქ სადაც გააზრებული და გათავისებულია გამოხატვის თავისუფლების ჭეშმარიტი ღირებულება სადაც ადამიანთა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო., საზოგადოებას წარმატებისა და განვითარების პერსპექტივა უდაოდ აქვს. Gგამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია, რადგან ამ უფლების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებათა რეალიზაცია”. (წყარო: გამოხატვის თავისუფლების პირველი ტომი)

საბოლოოდ მაინც საზოგადოების შესაფასებელია თუ რამდენად არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. დასკვნა შეიძლება ალბერტ აინშაინის სიტყევბმა მოგვცეს: “მხოლოდ კანონმდებლობა ვერ დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას. იმისათვის, რომ ყოველმა ადამიანმა უსაფრთხოდ გამოთქვას საკუთარი შეხედულება, საჭიროა საზოგადოება იყოს შემწყნარებელი”

ეკატერინე დავითაშვილი
სტატიის pdf ვერსია

Written by ეკა დავითაშვილი

2010/05/06 at 05:52