პირველი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი

Archive for the ‘პოლიტიკა’ Category

ყველანი ჯარში?!

დღევანდელი ქართული ჯარი რადიკალურად განსახვდება 90–იანი წლების ქართული ჯარისგან.ის იყო ჯარი, როდესაც  ჯარისკაცებს   ნორმალური ფეხსაცმელი და საჭმელი არ ჰქონდათ.დღეს  ეს საკითხი მოგვარებულია, სახელმწიფო ყოველწლიურად მილიონობით ლარს ურიცხავს თავდაცვის სამინისტროს მსგავსი და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად.ინვენტარი და  პირადი  მოხმარების  საგნები ძირითადად  ამერიკის შეერთებული შტატებიდან  და თურქეთიდან , ზოგჯერ კი უკრაინიდან შემოდის.ყველა ჯარისკაცს აქვს წელიწადის ოთხივე სეზონისათვის  შესაფერისი  ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.რაც შეეხება კვებას, რომელიც ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენდა 90–იანი წლების ჯარიში, დღეს მოგვარებულია.ქართულ  ჯარს საუკეთესო კვება და სისუფთავე აქვს.მოგვარდა ყაზარმების კეთილმოწყობის საკითხი.ყველას აქვს კომფორტული საწოლი და აბაზანაც ყველაზეა გათვლილი.სახელმწიფოს ინიციატივამ “საკონტრაქტო”  ჯარის შემოღების შესახებ, გაასამმაგა  ჯარში წამსვლელთა რიცხვი.საკონტრაქტო ჯარში  წასვლის მსურველი უნდა იყოს 35წლამდე, ის აფორმებს ხელშეკრულებას, ე.წ “კონტრაქტს” თავდაცვის სამინისტროსთანკონტრაქტის მიხედვიით ჯარისკაცი ვალდებულია დაიცვას სამშობლო საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი.ღირსეულად ემსახუროს ქვეყანას, არ ჩაიდინოს უღირსი საქციელი, რაც შეურაცყოფს ქართულ ჯარს და ა.შ.თავის მხრივ  თავდაცვის სამინიისტრო დასახელმწიფო უზრუნველყოფს  მათ ყოველთვიური ხელფასით, რომლის მინიმალური ზღვარია 650 ლარი., უზრუნველყოს უფასო სამედიცინო დაზღვევითა და მომსახურებით, ბანკები შეღავათიანი პირობებით ემსახურებიან და ა.შ.ჯარისკაცის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ან ვადაზე ადრე თვითნებუბურად სამსახურის შეწყვეტის შემთხვევვაში მას ეკისრება ფულადი ჯარიმა. 17 000 ლარის ოდენობით.რაც შეეხება კონტრაქტის ხანგრძლივობას ის არის 4 წლიანი და 12 წლიანი.~ადამიანთა უმრავლესობა  ღევანდელი მძიმნე პირობებისა და ეკონომიური  პირობების გამო იძულებულია წავიდეს საკონტრაქტო ჯარში.ამ ფაქტისა თუ ადამიანთა პატრიოტიზმის  გათვალისწინებით ჯარში წასვლის მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება.ეს ზრდა ვერც 2008 წლის აგვისტოს ომმა შეაჩერა.როგორც ქალაქ გორის სამხედრო კომისარიატში აცხადებენ,  საჯარო სკოლებიდან წვევამდელთა  აღრიცხვა და სამედიცინო შემოწმება უკვე დაწყებულია.:აღრიცხვა არ არის დამთავრებული მაგრამ კონტიგენტი საკმაოდ მრავალრიცხოვანია თითქმის არავინ ცდილობს სამხედრო სამსახურს თავი აარიდოს, აცხადებენ გორის კომისარიატში.ერთ ერთი წვევამდელის გიორგი კოჩხუაშვილის განცხადებით ეს რომ  ათი წლის წინანდელი ჯარი ყოფილიყო, სადაც  საჭმელი და ჩასაცმელი არ ჰქონდათ , სურვილიც არ მექნებოდა წავსულიყავი, მაგრამ ახლა ვიცი რომ საუკეთესო პირობებია და არც მიფიქრია თავი ავარიდო სამხედრო სამსახურს. მიუხედავად იმისა რომ უმაღლესში ჩაბარების შემდეგ წელიწადის ნახევარი მიცდება.ქართულ ჯარში მოუგვარებელი პრობლემებიცაა.ერთერთია  სამხედრო ნაწილის  დისლოკაციის ადგილზე არსებული მედ პუნქტების საჭირო სპეციალისტებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა.ხშირია შემთხვევები როდესაც  ტკივილგამაყუჩებელი და ანტიბიოტიკიც კი არ აქვთ, დაჭრილი ჯარისკაცის სამედიცინო დახმარებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ,არადა ჯარში უბედური შემთხვევები ხშირად ხდება, სამწუხაროდ ზოგჯერ ფატალურადაც სრულდება.ამიტომ საჭიროა მედპუნქტებს უფრო მეტად მიექცეს ყურადღება.სიკეთეებთან ერთად ჯარის ცხოვრებას  ბევრი საფრთხეც ახლავს თან.
ის ითხოვს ყოველდღიურ დისციპლინას მძიმე ფიზიკურ და სულიერ ვარჯიშს.ერთი ჯარისკაცის შეცდომაზე   მთელი ნაწილი ისჯება.ჯარი, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, შეთანხმებულად მოქმედებს .ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი  მივიღოთ.როდესაც საქმე ტექნიკას და სამხედრო ააღჭურვილობას ეხება , ძნელი  გასათვლელია,როდის რა მოხდება, მითუმეტეს  ახალწვეულებთან დიდი ყურადღებაა საჭირო.ამიტომ პროფესიონალებს  და მომავალ ჯარისკაცებს ვურჩევთ საფუძვლიანად შეისწავლონ მათ გამოყენებაში მყოფი იარაღის მოხმარება, რათა უბედური შემთხვვები თავიდან ავიცილოთ–ამბობს მაიორი ლევან ელკანოვი.
ვინც ჯარში არ წასულა, ვურჩევთ თავიდანვე შეეჩვიოს დისციპლინას, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას, სხვებზე ფიქრს და მათთან ერთად   შეთანხმებულ ცხოვრებას.რადგან ამის გარეშე ჯარი არ არსებობს
aქ არ იბრძვიან ერთეულები, აქ მთლიანი ჯარი იბრძვის როგორც ერთი ინდივიდი.

PDF

Written by მარიანა მანელიძე

2010/05/06 at 06:49

კვირის ქრონიკა

 გამოდარება ჯერ ადრეა

შესამჩნევი გამოდარება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი არ არის. მეტეოროლოგების ცნობით, პირველი მაისიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექების რაოდენობა შემცირდება და ჰაერის ტემპერატურაც რამდენიმე გრადუსით აიწევს, თუმცა ამინდი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას მხოლოდ 7 მაისის შემდეგ დაიწყებს.

მდინარეებში წყლის დონე მომდევნო ორი დღის განმავლობაში შემცირდება. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ იწვიმებს, ნალექია მოსალოდნელი დედაქალაქშიც.

რაც შეეხება მდგომარეობას გზებზე, ამ მხრივ ვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით სტაბილურია, თუმცა, რთულ მონაკვეთებში: კახეთსა და რაჭაში საგზაო დეპარტამენტს მუდმივი კავშირი აქვს ჰიდრომეტცენტრთან და გადაწყვეტილებებს ოპერატიულ რეჟიმში უახლესი ინფორმაციის საფუძველზე იღებენ. 30 აპრილიდან უამინდობის მიზეზით სატრანსპორტო მოძრაობა არსად არის შეზღუდული.

ალიანსის” საარჩევნო სია

სოზარ სუბარი ”ალიანსი საქართველოსთვის” თბილისს საკრებულოსთავმჯდომარე აღარ იქნება. საარჩევნო სიის ასეთისახით პრეზენტაცია ალიანსის პოლიტიკურმა გაერთიანებამ 29 აპრილს მოულოდნელად გამართა.

პირველ ათეულში შედია – თინა ხიდაშელი, დავით საგანელიძე, ზურაბ აბაშიძე, ნათელა მაჭავარიანი, ვიქტორ დოლიძე, დავით ბერძენიშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, კახა სეთურიძე, მამუკა კაციტაძე, ალექსი პეტრიაშვილი.

ალიანსის საარჩევნო სია 64-კაციანია. მასში არ არის სოზარ სუბარი, ალიანსის წარმომადგენელთა განმარტებით მან გაერთიანების თავმჯდომარეების თანხმობით, მიიღო გადაწყვეტილება, მოხსნას საკუთარი კანდიდატურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან.

იმ შემთხვევეაში, თუ ”ალიანსი” უმრავლესობით მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საკრებულოს თავმჯდომარეობას იმ ოპოზიციურ ძალას შესთავაზებს, ვინც ”ალიანსის” შემდეგ ყველაზე მაღალ შედეგს აჩვენებს. 29 აპრილის სპეციალურ ბრიფინგზე ”ალიანსის” ახალი ჰიმნიც გაჟღერდა, რომელიც გაერთიანებისთვის მამუკა ჩარკვიანმა დაწერა.

პრეზიდენტი მილკენის ინსტიტუტში

მიხეილ სააკაშვილი 28 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიდა, სადაც მილკენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გლობალურ კონფერენციას დაესწრო ბევერლი ჰილზში. ამ ღონისძიების სპონსორები იყვნენ ცნობილი კომპანიები – კრედიტსერვისი, შევრონი, კაუფმანი, ნიუსკორპი, ბლემბერგი, დოიჩებანკი და სტარბაკსი.

წლევანდელ კონფერენციაში მსოფლიოს ბევრი ცნობილი სახე მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი და ცნობილი ჩოგბურთელი ანდრე აგასი. მიხეილ სააკაშვილი კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ომისა და ეკონომიკურ პროცესებზე. დასასრულს კონფერენციის წამყვანმა შეხვედრის მონაწილეებს ურჩია საქართველოს მოინახულება.

მიხეილ სააკაშვილი ლოს-ანჯელესში ცნობილი კორპორაციების ხელმძღვანელებსაც შეხვდა, მათ შორის ”დაიმონდ რისთორის” ხელმძღვანელს სტეფან კლუბეკს, ”კონტინენტალ გრეინ კორპორეიშენის” ხელმძღვანელს პოლ ფრაიბურგს, ასევე კორპორაცია ”ფიფიჯის” პრეზიდენტს დევიდ ბოდმანს და ”ჰარაშ ინტერტეინმენტის” პრეზიდენტს გარი ლაფერმანს. შეხვედრებზე საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონსაც ეწვია და ატლანტიკური საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონს და მომღერალ ბონოს სპეციალური ჯილდო გადასცეს.

პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ საქართველოში არ დაბრუნებულა.

ბაქრაძე დევიდ ვილშაერს აკრიტიკებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის ქმედებებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც აკრიტიკებს და მისი ნაბიჯები მიუღებლად მიაჩნია.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს ბოლო სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ შეუძლებელია ვილშაერის მიერ მომზადებულ დასკვნას ენდონ.

ბაქრაძისთვის, როგორც საქართველოს დელეგაციისა და ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნებისთვის, მიუღებელია, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენელი შეხვედრას მართავდეს იმ ე.წ. ქვეყნის ელჩთან, რომელიც რუსეთის გარდა, ევროსაბჭოს არცერთი წევრის მიერ არ არის აღიარებული.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მიუღებელია ევროსაბჭოს მანდატით მოქმედი პირი თავად მოქმედებდეს ევროსაბჭოს მიერ აღიარებული ნორმების წინააღმდეგ და ბუნებრივია, რომ მის მიერ მომზადებული დასკვნა ობიექტური ვერ იქნება.

როგორც ცნობილია, ევროსაბჭო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ რეზოლუციას აღარ მიიღებს. მიზეზად მოხსენების ტექსტზე მონიტორინგის ჯგუფის წევრების დევიდ ვილშაერისა და მათიას იორშის შეუთანხმებლობა სახელდება.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ევროსაბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოხსენების ტექსტის განხილვა, რადგან ვილშაერი იმყოფებოდა მოსკოვში და სწორედ მოსკოვში შეხვდა დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 26 აპრილს გაიხსნა და 30 აპრილამდე გაგრძელდება.

ცესკოში კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა

30 მაისის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა 30 აპრილს ამოიწურა. ამავე ვადაში წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატები. თბილისის მერის არჩევნებზე ერთმანეთს ცხრა კანდიდატი დაუპირისპირდება. ამათგან ხუთი კანდიდატი – ”ეროვნული საბჭო” – ძვიად ძიძიგური, ”საქართველოს დემოკრატიული პარტია” – დავით იაკობიძე, ”ნაციონალური მოძრაობა” – გიგი უგულავა, ”სახალხო დემოკრატები” – ნიკა ივანიშვლი, ”მომავალო საქართველო” – გიორგი ლაღიძე რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდნენ.

რაც შეეხება ”ალიანსი საქართველოსთვის” კანდიდატს ირაკლი ალასანიას, ”ქრისტიან დემოკრატების” – გია ჭანტურიას, ”მრეწველების” – გოგო თოფაძეს და პარტია ”სოლიდარობის” კანდიდატს თამაზ ვაშაძეს, მათ კანდიდატბის წარსადგენად ბოლო დღე აირჩიეს.

ასე რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 16 პარტია და სამი პოლიტიკური ბლოკი მიიღებს.

ლავროვი ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. ამ თემაზე 29 აპრილს სერგეი ლავროვს მწვავე შეკითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიტყვით გამოსვლისას საქართველო არ უხსენებია, მას საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა შეუსრულებელი ვალდებულებები მაინც შეახსენეს.

ევროპელი დიპლომატები დაინტერესდნენ, როდის შეასრულებს მოსკოვი იმ სამ რეზოლუციას, რომლებიც რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის თაობაზეა მიღებული. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის პრეცენდენტი კოსოვოს აღიარება იყო და სწორედ ამის შემდეგ აღიარა რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

რუსეთი არ შეასრულებს ევროსაბჭოს რეზოლუციებს, რომელთა მიღებაც ნაკარნახევი იყო პოლიტიკური მოსაზრებებით. ახლახან გამართული დისკუსიები საშუალებას იძლევა საუბრებს ამ თემაზე უფრო სწორი მიმართულება მივცეთ. იმისათვის, რომ შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს მანდატსა და უფლებამოსილებას”–აცხადებს ლავროვი.

ევროსაბჭოს დეპუტატებისთვის კი მიუღებელი აღმოჩნდა ის, რაც ლავროვმა საპარლამენტო სესიაზე განაცხადა.

PDF

Written by მარინა მართალიშვილი

2010/05/06 at 06:22