პირველი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი

Author Archive

,,-დედა დღეს აღარ მოვა?”

ეზოს, მწვანედ გადაღებილ, ძველ რკინის ჭიშკარში შესვლისას საღებავის მძაფრი სუნი იგრძნობა. მწავანე კარები მზის შუქზე პრიალებს, ეტყობა ახალი შეღებილია. ეზოში სამი ბავშვი დარბის, ორი გოგო და ერთი ბიჭი. ბიჭი კოჭლობით მირბის და თავის მეგობრებს უკან რჩება. ,,- ნოდიკო მოდიხარ?”
ეზოში მდგარი ორი შენობიდან პირველთან ქალებს მოუყრიათ თავი და რაღაც თემაზე ერთმანეთს უზიარებენ Yთავის აზრებს. მეორე შენობაში სადაც საკლასო ოთახებია და გაკვეთილები ტარდება სიჩუმე სუფეს. დერეფნები ცარიელია და მხოლოდ კანტი-კუნტად დადიან ბავშვები. ,,- აღდგომისთვის ბავშვები სახლებში წავიდნენ. ვინც არ გაჰყავთ მშობლებს ისინიღა დარჩნენ.”
დუმილს ზარის ხმა არღვევს, შემდეკ კი კვლავ სიჩუმე ისადგურებს ფართო დერეფანში. ორ წუთში ერთერთი ოთახიდან ბიჭი გამოდის. გახუნებული ლურჯი დიდი ზომის კურტკა და კრემისფერი, ალაგ-ალაგ დალაქული, შარვალი აცვია. თავი გვერდულად უჭირავს და გამუდმებით იღიმის. ,,-სად მიდიხარ?” ოთახიდან, რომლის კარებიც ღიაა ისმის ქალის ხმა. ,,- მასწავლებელს უნდა დავუძახო! გაკვეთილი დაიწყო!”
ერთერთ მომცრო ოთახში დაბალ, ყავისფერ, ორ ერთმანეთთან მიდგმულ მერხთან ხუთი ბავშვი ზის. ხუთივენი ერთი ასაკის იქნებიან, ასე 7 წლის. ძველ, ამოკემსილ, ჭუჭყიან ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები, მომღიმარი სახით შესცქერიან მერხის პირდაპირ მდგარ მაღალ, ჩადგმულ, შავგვრემან ქალს. ხუთივეს თმები მოკლედ აქვს შეჭრილი. ელენეს, ნინოს, მარიამს, ლიკას და დათოს გარდა ოთახში, კედელთა მდგარ პატარა სკამზე, ამავე ასაკის ბავშვი ზის. ბიჭი ფანჯარაში იყურება და თვალი ერთი ადგილისთვის აქვს გაშტერებული. ,,- ნებისმიერ დროს შეიძლება გულყრა დაემართოს.”
ოთახში, ფანჯრის პირდაპირ პატარა ღუმელი დგას. ღუმელზე წყლით სავსე ჩაიდანია შემომდგარი. რაფაზე ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულია ძველი, გახუნებული ქოთნები, თავის ყვავილებით. შემჭვარტლულ კედლებზე სურათები, რუკა, დიდ თაბახის ფურცლებზე მიკრული ყვავილებისა და ცხოველების სურათები და რამდენიმე, სხვადასხვაგვარად გაფერმებული ანბანი ჰკიდია.
ამ მომცრო საკლასო ოთახში ქართულის ჯგუფური გაკვეთილი ტარდება. ხან კედელზე ჩამოკიდებულ ანბანს და ხანაც მასწავლებელს უყურებს პატარა ქერათმიანი გოგონა და მასწავლებელს კითხვებზე პასუხობს. ,,- ეს რა ასოა? აბა რითი ვაუთოვებთ?” და ხელით დაუთოვების პროცესს უსახიერებს. ,,- უ უ უ!” წამოიძახა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ლიკამ.
,,- წელიწადის დროები ჩამოვთვალოთ. გა…” ,,- გაზაფხული, ჟაფრხული, ზამთარი, შემოდგომა.” ბავშვები მასწავლებელს სახეში შესცქერიან და მის თიოთოეულ სიტყვას იმეორებენ.
გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მათი აქტიურობა კლებულობს. სულ უფრო უხალისოდ პასუხობენ მასწავლებელს კითხვებზე. ,,- დათო არ დაიძინო!” ბიჭი, რომელსაც მუქი ფერის, მკლავებზე გარღვეული, ჯემპრი ეცვა ფეხზე დგება. ,,- დედა დღეს აღარ მოვა?” ზარის ხმა ისმის. გაკვეთილი დამთავრდა. ბავშვები ისევ თავის ადგილებზე რჩებიან და მასწავლებელს უყურებენ. განცალკევებით მჯდომი ბიჭი კი კვლავ ფანჯარაში იყურება და ერთ ადგილისათვის გაუშტერბია თვალი.

სტატიის pdf ვერსია

Written by ლიდია მღებრიშვილი

2010/05/06 at 05:31