პირველი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი

Author Archive

ლათინოამერიკელი მამაკაცების მიერ დაპყრობილი ჩოგბურთი.

მეფურ სპორტში, კერძოდ კი ჩოგბურთში უკვე რამოდენიმე წელია რაც, ლათინოამერიკელი მამაკაცები ლიდერობენ, რაც ალბათ მათი ტემპერამენტისა და რაღათქმაუნდა ბევრი შრომის ბრალია. ქვემოთ gonzoგთავაზობთ, ყველაზე ცნობილი და წარმატებული ლათინოამერიკელი ჩოგბურთელი მამაკაცების ხუთეულს.

gonzogonzogonzalez5. ფერნანდო გონსალესი

დაიბადა: 1980 წლის 29 ივლისს, ჩილეში.

სიმაღლე:180სმ.

წონა:82კგ.

ფერნანდო გონსალესი არის ერთ_ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე. ის დიდი შლემის ოთხივე ტურნირზე  მეოთხედ ფინალამდე მივიდა. ფერნანდო მეოთხე ჩოგბურთელია მსოფლიოში, რომელმაც 2008 წელს, პეკინში ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან თავისი მოღვაწეობის პერიოდში დაამარცხა ისეთი ძლიერი და გამოცდილი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან: ლეიტონ ჰიუიტი, ანდრე აგასი, როჯერ ფედერერი, ენდი როდიკი, მარატ საფინი, ჰიტ სამპარსი და ა.შ. დღესდღეისობით ფერნანდო მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებს შორის მეთერთმეტე ადგილზეა. მან  მხოლოდ თავისი სპორტული მოღვაწეობით კარიერის მანძილზე 8 მილიონ დოლარზე მეტი მოიპოვა. სამშობლოში გონსალესს „ქვის ხელა“_ს ეძახიან, უცხოელებმა კი მას „გონზო“ შეარქვეს.

4. ფერნანდო ვერდასკო დაიბადა:1983 წლის 15 ნოემბერს, ესპანეთში.           verdasco

სიმაღლე:188სმ.

წონა:81კგ.

ფერნანდო ვერდასკო ამაჟამად მეცხრე ადგილზეა. მან ჩოგბურთის თამაში 4 წლის ასაკში დაიწყო. 2009 წლიდან კი ლას_ვეგასში ვარჯიშობს, ანდრე აგასისთან ერთად, დიდი შლემის ტურნირებზე მან ამავე წელს გაიმარჯვა 15 და დამარცხდა  4 მატჩში. ვერდასკომ ორჯერ მოიგო დევისის თასი, 2008 და 2009 წლებში. მისმა შემოსავალმა კი მოღვაწეობის განმავლობაში, 5 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

david3. დავიდ ფერერი.

დაიბადა:1982 წლის 2 აპრილს, ესპანეთში.

სიმაღლე:175სმ.

წონა:73კგ.

დავიდ ფერერი პროფესიონალია 2000 წლიდან. ესპანეთში ის იყო დევისის თასის გუნდში, რომელმაც 2008 და 2009 წლებში გამარჯვება მოიპოვა. დავიდი საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში პირველად 2006 წელს მოხვდა, საუკეთესო შედეგი კი 2008 წლის 25 თებერვალს დააფიქსირა, როდესაც მეოთხე ადგილი დაიკავა. ამჟამად დავიდი მერვე ადგილზეა განთესილი. მისმა საჩოგბურთო შემოსავალმა  კი 6,939,574 მილიონ დოლარს მიაღწია.

del potro2. ხუან მარტინ დელ პოტრო.

დაიბადა:1988 წლის 23 სექტემბერს, არგენტინაში.

სიმაღლე:198სმ.

წონა:83კგ.

ხუან მარტინ დელ პოტრომ ვარჯიში 7 წლის ასაკში დაიწყო. პირველი სერიოზული მატჩი კი 2004 წელს, 15 წლის ასაკში მოიგო.  მას სულ რვა  საერთეულო ტურნირი აქვს მოგებული. ერთ შეხვედრაზე კი საშუალოდ 8_9 ეისს აწვდის, რის  გამოც ეისის ჩამწოდებელთა პირველ ათეულშია შესული.  2009 წელს კი დიდი შლემის ტურნირზე ამერიკაში, ფინალში როჯერ ფედერერს სძლია და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი გახდა. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, მის ანგარიშზე 6,761,933 მილიონი დოლარია.

1. რაფაელ ნადალი.

დაიბადა:1986 წლის 3 ივნისს, ესპანეთში.

სიმაღლე:185სმ.

წონა:85კგ.

მსოფლიოს პირველ ჩოგანსა და „გრუნტის მეფეს“,  რაფაელ ნადალს  დიდი შლემის ექვსზე მეტი ტურნირი აქვს მოიგებული, 2008 წელს პეკინში კი მან ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. მას ასევე მოგებული აქვს 16 მასტერსის სერიის ტურნირი და დევისის თასი, გუნდთან ერთად 2004_2009 წლებში. 2008 წელს ნადალს, ასტურიის  მეფემ პრემია გადასცა, ესპანელების სახელით ჩოგბურთში ასეთი წვლილის შეტანისათვის. 2009 წელს მან ასევე მოიგო: სლემტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა (სადაც ფინალში,როჯერ ფედერერს სძლია),  სანსლემო (სადაც, მეექვსედ მოიპოვა გაიმარჯვება), მონტე კარლო (სადაც,ასევე მეექვსედ გაიმარჯვა  და რეკორდი დაამყარა ), უიმბლდონი (სადაც, მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში, საუკეთესო მატჩი ჩაატარა),  საფრანგეთის ღია პირველობა (სადაც, ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა გამარჯვება)  და ამერიკის ღია პირველობა. 2005 წლიდან თიხნარზე გამართული 160_ცი საერთეულო შეხვედრიდან, მხოლოდ 7 აქვს წაგებული.   23 წლის რაფაელის ანგარიშზე კი, (რომელსაც თაყვანისმცემლები მოფერებით, რაფას ეძახიან)  27,907,493 მილიონი დოლარია.

სტატიის pdf ვერსია

Written by რუსკა ჭუმბურიძე

2010/05/04 at 14:04