პირველი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი

Author Archive

სიგიჟის ზღვარზე

საზღვრებს გარეშე თუ შეშლილი მსოფლიო?

პარკური ,,ბრძოლის’’ ახალი მეთოდია. ადამიანები მისი დახმარებით ძლევენ დაბრკოლებებს.  სხეულის ფლობის უნარს პლუს მოხერხებულობა, აი ესაა პარკური. ,,ბრძოლის ხელოვნება’’ ასე უწოდებენ მას ახალგაზრდა ტრეისერები ანუ პარკურის მიმდევრები. მათთვის დაბრკოლებას აRარ წარმოადგენს ღობეები, კედლები, მაღალსართულიანი ბინები. პარკურის ცნობილი წარმომადგენელი დევიდ ბეილია.

პარკურის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო. სანამ პირველი მსოფლიო ომი დაიწყებოდა, საფრანგეთის საზღვაო ფლოტის ოფიცერი ჯორჯ ჰებერტი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა. აფრიკაში ჩასული გააკვირვა იმ ფიზიკურმა მოქნილობამ და ოსტატობამ, რომელსაც მკვიდრი ტომები ფლოდნენ. ჰებერტი თავის დღიურში წერს ,,მათ ბრწყინვალე, მოქნილი, მსუბუქი, სწრაფი, გამძლე, წინააღმდეგობების დამძლევი სხეული აქვთ. ამ ყველაფერს ბუნებაში ცხოვრებით მიაღწიეს. მათ გიმნასტიკის მასწავლებელი კი არ ჰყავთ’’.

მისი დევიზი გახდა იყავი ძლიერი, რათა დაეხმარო სხვას. როცა თავის ქვეყანაში დაბრუნდა, საფრანგეთის ერთ-ერთ კოლეჯში ფიზკულტურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მან დაიწყო გარკვეული პრინციპების, სატანვარჯიშო იარაღებისა და ვარჯიშების შექმნა. ამ ხერხს კი ,,ბუნებრივი მეთოდებით ბრძოლა’’ დაარქვა. ბუნებრივი მეთოდები მოიცავდა: ძუნძულს, სირბილს, ხტომას, ცოცვას, ბალანსის შენარჩუნებას, თავდაცვას, ცურვას…

პირველი და მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ჰებერტი აგრძელებდა ამის სწავლებას. მისი მიზანი იყო ეს ვარჯიშები გამხდარიყო საფრანგეთის ჯარის წვრთნის სტანდარტი. პარკური, როგორც მას ეწოდა კიდევ უფრო განავითარა შევეიცარელმა არქიტექტორმა. ფრანგმა ჯარისკაცებმა კი აიტაცეს პარკური, წინააღმდეგობების გადალახვის ბუნებრივი გზა.

დღეს პარკური სპორტის ერთ-ერთი სახეობაა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მას ბევრი მიმდევარი ჰყავს. საქართველოშიც რამდენიმე გუნდი უკვე ჩამოყალიბდა. Georgian FreefFow, The Ghost da GT Crew ყველაზე აქტიური მიმდევრები არიან. 16 წლის ლაშა ამბობს, რომ: ,,მაღალ ბინებს დავეძებთ, რომ ავძვრეთ და ვივარჯიშოთ. ხშირად გეპეის პირველ კორპუსTან ვიკრიბებით. წინათ ჩემს კორპუსზე ვვარჯიშობდით, მაგრამ მეზობლებმა პროტესტი გამოთქვეს რამე დაგემართებათ და ჩვენ ამის ყურება არ გვინდაო. მშობლებიც წინააღმდეგნი არიან, მაგრამ ერთხელ თუ გემო გაუსინჯე პარკურს მას ვეღარ დაანებებ თავს.

ლაშას ჯგუფში, რომელთაც ჯერ სახელი არ შეურჩევიათ სულ 7 არიან. ყველა დავდაუზოგავად ვარჯიშობს, რომ რაც შეიძლება რთული ტრიუკი გააკეთოს. გიორგი 17 წლის, ამბობს, რომ: უკვე 3 წელია პარკურით დაკავებული ვარ. სურვილი, რომ მას დავუფლებოდი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც კინოს მე-13 რაიონს ვუყურე. იმ წუთას მივხვდი, რომ ეს იყო რაც მონდოდა და სწორედ მაშინ გადავწყვიტე მეორე დღიდანვე შევდგომოდი ვარჯიშს. თავდაპირველად სახლში ვვარჯიშობდი. სკამებს, მაგიდებს ვახტებოდი. მშობლების რეაქცია რათქმა უნდა  საშინელი იყო, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი. ცოტა ხანში გარეთ დავიწყე ვარჯიში, ღობეებიდაბ ვხტებოდი. ერთხელ ხელიც მოვიტეხე მაგრამ მოთხოვნილება იმდენად გეზრდება, რომ ივარჯიშო, რომ თავს ვეღარ იკავებ. როგორც კი უკეთ გავხდი ისევ გავაგრძელე. მალე სხვებიც შემომიერთდნენ. ეხლა ერთად ვვარჯიშობთ.’’

ყველაზე უფროსი ირაკლია. ირაკლი 18 წლის: ,,ნულიდან დავიწყეთ. გვიხაროდა, რომ ღობეებზე ვხტებოდით, მერე ჰაერში ერთხელ გადავტრიალდებოდით. ძლიან ბევრი ვიშრომეთ იმისათვის, რომ ეხლა რასაც ვაკეთებთ იმისათვის მიგვეღწია. სავარჯიშო აწიც ბევრია. თავიდან თუ ერთი საათი ვვარჯიშობდით, ეხლა 3 ან 4 სათიც კი. ბევრი ფიქრობს, რომ გიჟები ვართ, სოცოცხლე მოგვბეზრებია და ამიტომ ვაკეtებთ. გამიგია როგორ ხუმრობენ: ,,ალბათ იაღოვლები არიან და გონიათ ამ ქვეყნად ბევრჯერ მოვლენ’’. ეს ასე არაა, უბრალოდ პარკური ჩვენთვის უბრალო გასართობი კი არა არის, ამას სერიოზულად ვეკიდებით. ყველაზე ძალიან რაც გვინდა ისაა, რომ სპორტის სახეობად ოფიციალურად გამოცხადდეს. გაიმართოს შეჯიბრებები მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა ამზე ლაპარაკი ზედმეტია, ჩვენს ქვეყანაში სპეციალური დარბაზებიც კი არ არის, სადაც ივარჯიშებ, ამერიკაში კი…’’

სპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებით ფსიქოლოგმა თამარ გულუამ თქვა, რომ: ძირითადად თუ დააკვირდებით სპორტის ამ სახეობას 20 წლამდე ახალგაზრდები მისდევენ. მისდევენ მას მიუხედავად იმ ტკივილებისა, რასაც ისინი იღებენ ვარჯიშისა დროს. პატარა ბავშვი, როცა რამეს იტკენს ცდილობს, რომ სემდეგ ისევ ის შეცდომა არ დაუშვას. ერიდება იმ საგანს თუ მოქმედება, რამაც ტკივილი მიაყენა. მას ეშინია იგივეს განმეორების. ზოგჯერ ეს ტკივილი იმდენად დიდია, რომ სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება ადამიანს. მაგალითად სიმაღლის შიში, პატარაობისას ჩამოვარდა ეხლა ხანდაზმულია, მაგრამ სიმაღლეზე ასვლას. როგორც პარკურის მიმდევარმა აღნიშნა ხელი მოიტეხა, მაგრამ მაიც გააგრძელა. ეს იმიტომ, რომ მას პროტესტის გრძნობა აქვს. სხვათაშორის არამარტო მას, ყველას ვინც ამას მთელი სულითა და გულით მისდევს და არა იმიტომ, რომ მოდაშია. ეს პროტესტი შეიძლება იყოს  მშობლების, კლასელების მიმართ. ნებისმიერი რამის მიმართ. ისინი ამ პროტესტს ამ სპორტში ,,ახრჩობენ’’.

პარკურის მიმდევარი ჯგუფები ,,Next level” და ,,პარკური’’ ნიჭიერის ფინალში არიან. ვნახოთ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მათდამი.

PDF

Written by თამთა შენგელაია

2010/05/05 at 13:47