პირველი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი

ერთი წლის განმავლობაში მოპოვებული ყველაზე მეტი ტიტული – 6 ტიტული

1899 წლის 29 ნოემბერს, შვეიცარიელმა ემიგრანტმა – ჰანს გამპერმა, თერთმეტ ენთუზიასტთან ერთად კატალონიის დედაქალაქში, სადაც ფეხბურთი ჯერ კიდევ თითქმის უცნობი სპორტის სახეობა იყო, ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”. ამის შემდეგ კატალონიის ბარსელონა ყველასთვის საუკეთესო კლუბი გახდა, რომელსაც გულშემატკივარი ყველა ქვეყანაში ყავს და ყველას სურს ბარსას თამაშის ხილვა კამპ ნოუზე. წარმოგიდგენთ ყველა იმ რეკორდს , რომელიც ბარსელონას მოპოვებული აქვს მისი შექმნიდან დღემდე. აღსანიშნავია ამ მრავალი რეკორდიდან ერთი, რომელიც მას თანამედროვე ფეხბურთში უძლიერესი გუნდის სახელის მინიჭების საფუძველს აძლევს ერთი წლის განმავლობაში 6 ტიტულის მფლობელი. მსოფლიოში ეს შედეგი ვერავინ გაიმეორა.

 

ბარსელონა არის ერთადერთი კლუბი, რომელსაც არცერთი სეზონი არ ჩაუგდია ევროტურნირების გარეშე

საუკეთესო დასწრება

120,000 მაყურებელი. 1986 წლის 5 მარტი. ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა. “ბარსელონა”–”იუვენტუსი”.

თასების მფლობელთა თასის ყველაზე მეტგზის გამარჯვებული – 4

1979, 1982, 1989, 1997

უეფას თასი ყველაზე მეტგზის გამარჯვებული – 3

1958, 1960, 1966

ესპანეთის თასის ყველაზე მეტგზის გამარჯვებული – 25

ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ მოგება – 4

1990–91, 1991–92, 1992–93, 1993–94

ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში – 1996–97

102 გოლი 42 თამაშში

ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი ყველაზე ნაკლები გოლი ერთ სეზონში – 1939–40

32 გოლი 22 თამაშში

ესპანეთის ჩემპიონატში გაშვებული ყველაზე ცოტა გოლი ერთ სეზონში – 1968–1969

18 გოლი 30 თამაშში

ესპანეთის ჩემპიონატში გაშვებული ყველაეზ მეტი გოლი ერთ სეზონში – 1941–42

66 გოლი 26 თამაშში

უდიდესი მოგება ყველა ტურნირზე – 0:18

მაკაიას თასი: “ტარაგონა”–”ბარსელონა”, 1901 წლის 17 მარტი

უდიდესი მოგება ამხანაგურ შეხვედრებში – 1:20

სმიდლი” (ჰოლანდია)–”ბარსელონა”, 1992 წლის 6 აგვისტო

უდიდესი წაუგებელი სერია ოფიციალურ თამაშებში – 27 თამაში

1973–73 წლების სეზონი. 26 თამაში ესპანეთის ჩემპიონატში და ერთი უეფას თასზე. 1973 წლის 3 ოქტომბრიდან 1974 წლის 21 აპრილამდე

უდიდესი წაუგებელი სერია ესპანეთის ჩემპიონატში – 26 თამაში

1973 წლის 7 ოქტომბრიდან (მე–6 ტური) 1974 წლის 21 აპრილამდე (31–ტური)

უდიდესი წაუგებელი სერია ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე – 67 თამაში

1973 წლის 4 მარტიდან 1977 წლის 20 თებერვლამდე. სულ 55 მოგება და 12 ფრე. 155 გატანილი და 37 გაშვებული გოლი

უდიდესი მოგებათა სერია ესპანეთის ჩემპიონატში – 14 თამაში

2005 წლის 22 ოქტომბრიდან 2006 წლის 29 იანვრამდე

უდიდესი მოგებათა სერია ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე – 39

1958 წლის 16 თერბერვლიდან 1960 წლის 6 ნოემბრამდე

ზედიზედ 36 თამაშში გატანილი გოლი

1942 წლის 21 ნოემბრიდან 1944 წლის 6 თერბერვლამდე

საშინაო შეხვედრებში ზედიზედ 88 თამაშში გატანილი გოლი

1952 წლის წლის 10 თებერვლიდან 1958 წლის 19 იანვრამდე

უდიდესი მოგება ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე – 10:1

ბარსელონა”–”ხიმნასტიკი”, 1949 წლის 11 სექტემბერი

უდიდესი მოგება ესპანეთის ჩემპიონატში გასვლაზე – 0:8

ლას პალმასი”–”ბარსელონა”, 1959 წლის 25 ოქტომბერი

უდიდესი მოგება ევროტურნირებზე საკუთარ მოედანზე – 8:0

ბარსელონა”–”აპოლონი სიმასოლი” (კვიპროსი), თასების მფლობელთა თასი, 1982 წლის 15 სექტემბერი

ბარსელონა”–”მატადორ პუხოვი” (სლოვაკეთი), უეფას თასი, 2003 წლის 15 ოქტომბერი

უდიდესი მოგება ევროტურნირებზე გასვლაზე – 0:7

ჰაპოელ ბეერ შევა” (ისრაელი)–”ბარსელონა”, უეფას თასი, 1995 წლის 12 სექტემბერი

უდიდესი მოგებათა სერია ევროტურნირებზე – 11 თამაში

2002–2003 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების სეზონში

უდიდესი მოგებათა სერია ოფიციალურ შეხვედრებში – 19 თამაში

2005 წლის 22 ოქტომბრიდან 2006 წლის 22 იანვრამდე. 13 თამაში ესპანეთის ჩემპიონატში; 3 ჩემპიონთა ლიგაში; 2 ესპანეთის თასზე, 1 კატალონიის თასზე

უდიდესი მოგებათა სერია გასვლაზე – 13 თამაში

2008 წლის 21 სექტემბრიდან 2009 წლის 11 იანვრამდე. 8 მოგება ესპანეთის ჩემპიონატში (სპორტინგი, ესპანიოლი, ატლეტიკი, რეკრეატივო, სევილია, ვილიარეალი, ოსასუნა), 3 მოგება ჩემპიონთა ლიგაზე (შახტარი, ბაზელი, ლისაბონის სპორტინგი), 2 მოგება ესპანეთის თასზე (ბენიდორმი, ატლეტიკო).

უდიდესი მოგებათა სერია გასვლაზე ესპანეთის ჩემპიონატში – 9 მოგება

2008-2009 წლების სეზონში, “ბარსამ” გასვლაზე ზედიზედ დაამარცხა სპორტინგი, ესპანიოლი, ატლეტიკი, მალაგა, რეკრეატივო, სევილია, ვილიარეალი, ოსასუნა და რასინგი.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ წრეში მოპოვებული ქულები – 50 ქულა

2008-2009 წლების სეზონი.

      ერთი წლის განმავლობაში მოპოვებული ყველაზე მეტი ტიტული – 6 ტიტული

2009 წელს “ბარსელონამ” მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ინფორმაციის წყარო- barcamania.ge

PDF

Written by თენგო ოყუჯავა

2010/05/13 at 13:24

Posted in უკატეგორიო

ოცნების ბათუმი

მსოფლიოს ერთერთი უდიდესი სატელევიზიო კომპანია ჩNN-ის ეთერში საქართველოს შესახებ რეპორტაჟების ჩვენება დაიწყო. ამჯერად გადაცემა “ინტერნეშენალ აილისტის” ობიექტივში ბათუმი მოექცა. რეპორტაჟში იმ დიდ ცვლილებებზე იყო საუბარი რომელიც ქალაქმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განიცადა. აგრეთვე იმ სირთულეებზე გამახვილდა ყურადღება, რომლის გადალახვაც ქვეყნის მთავრობას მოუხდა იმისათვის რომ ასეთი დიდი შედეგებისთვის მიეღწია. Gადაცემის წამყვანი ჯიმ ქლაინი აღნიშნავდა რომ მსგავსი სილამაზე და სასწაულო არსად უნახავს. ალბათ სულაც არ არის გასაკვირი რომ ბათუმი ნელ-ნელა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა. დაგეგმილია უამრავი პროექტი რომელიც ბათუმს ყველასთვის სასურველ ქალაქად გადააქცევს.
2009 წელს ქალაქმა 554150 ტურისტს უმასპინძლა და როგორც ბათუმის ტურიზმის დეპარტამენტში აღნიშნავენ 2010 წლის სეზონისათვის ამ მაჩვენებლის გაორმაგებას ელოდებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში ისეთი გრანდიოზული პროექტები დასრულდა, როგორიცაა სასტუმრო “შერატონი” და დელფინარიუმი. აგრეთვე რესტავრაცია ჩაუტარდა ბათუმის ძველ უბნებს და მათ პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა. 

 

ევროპის მოედანს ქალაქის ცენტრში საბოლოო იერსახე მიეცა, მოცეკვავე შადრევანითა და “კოლხი მედეას” მილიონიანი ისტორიული ქანდაკებით.  ბულვარი კი უკვე 25 კილომეტრის მანძილზე გასდევს ბატუმის სანაპიროს და პიდაპირ უერთდება ბათუმის აეროპორტს. ბულვარში უამრავი გასართობიია ბარები, რესტორნები, დისკოტეკები ღამის კლუბები და სხვა, სადაც მსოფლიოში გამოჩენილი ვარსკვლავები კონცერტებს მართავენ . უკვე გაიხსნა “ბათუმი პლაზა”, რომელიც მთლიანად ტურისტების გართობაზეა ორიენტირებული სადაც საცურეო აუზები გამის კლუბები და სპორტული კომპლექსებია განთავსებული. 2010 წელს ქალაქში დაგეგმილია უამრავი ღონისძიება: კინოფესტივალები საერთაშორისო გამოფენები და კონცერტები როგორც ქართველი ისე უცხოელი მომღერლების მონაწილეობით.
2011 წელი კი ბათუმში მრავალი პროექტის დასრულებით აღინიშნება. მათ შორისაა ბულვარის საბოლოო იერსახე და თხუთმეტამდე ახალი საერთაშორისო დონის სასტუმრო კომლექსი, ისეთები როგორიცაა “რედისონი” “ჰილტონი” და მრავალი სხვა. 

ასეთი მაღალი დონის პროექტების შემდეგ ეჭვ გარეშეა, რომ ქალაქი მსოფლიოს წამყვანი ტურისტული ქალაქების რიცხვში მოექცევა და ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ტურისტებს. 

PDF

Written by ნიკა მუკბანიანი

2010/05/12 at 20:48

Posted in უკატეგორიო

ცხოვრება სიკვდილის შემდეგ–ვინსენტ ვან გოგი

გიჟი, უნიჭო, ავადმყოფი – ეს ის შეფასებებია, რასაც მისივე თანამედროვეები მისთვის ყველაზე ხშირად იმეტებდნენ. დღეს ის მთელს მსოფლიოშია აღიარებული, როგორც გენიალური მხატვარი, ხოლო მისი ნახატები შეუფასებელია. მასზე წერენ, ფილმებს იღებენ, ქმნიან წიგნებს, რომლებსაც შემდეგ  მთელს მსოფლიოში  კითხულობენ. საუბარია ადამიანზე, რომელმაც ცხოვრებაში ერთადეთი ნახატი გაყიდა და რომელიც სიცოცხლის ბოლომდე სიღატაკეში ცხოვრობდა.

ვინსენტ ვილემ ვან გოგმა მისი ნიჭის რეალიზების ადგილი იმპრესიონიზმში ჰპოვა. მას არ უყვარდა აკადემიური და წესების მიმდევარი მხატვრობის სტილი, თავად განსხვავებული ხედვის მქონე კი ამის გამო უამრავ კრიტიკას იტანდა. სწორედ იმპრესიონიზმის თავისუფალ ბუნებაში დაინახა ის სიცოცხლე  და თავისუფლება, რაც მის ნახატებს ახასიათებდა. ვან გოგის  მხატვრულმა მიმდინარეობამ იმდენად გააღრმავა ხელოვნების ეს დარგი, რომ შემდგომში მის შემოქმედებას პოსტიმპრესიონიზმი ეწოდა. ‎

დაიბადა მზიან ჰოლანდიის პატარა ქალაქ გროტზიუნტერდში, 1853 წლის 30 მარტს. მამა-პროტესტანტი მღვდელი იყო, ხოლო დედა მხატვართა ოჯახის წარმომადგენელი. 16 წლისამ პირველად დაიწყო მუშაობა, ჰააგის სამხატვრო–სავაჭრო ფირმის კომისიონერად, საიდანაც მალე ფირმის ლონდონის ფილეალში გადაიყვანეს, ერთ–ერთი მკვლევარი აღნიშნავს; ,,იმ პერიოდში ვან გოგმა  სურათებით ვაჭრობა კი არა, სურათებზე ფიქრი ისწავლა.“ ლონდონში მასწავლებლად მუშაობის პერიოდში კი შეუყვარდა იმ სახლის მეპატრონის ქალიშვილი, სადაც თავად ცხოვრობდა. გოგონას ირონიულმა უარმა ახალგაზრდა ვინსენტი დეპრესიაში ჩააგდო და სამსახურს მოსწყვიტა. საათობით იკეტებოდა ოთახში, ეწეოდა ჩიბუხს და ხატავდა. უფროდაუფრო მეტს ფიქრობდა რელიგიურ საკითხებზე. ,მე არ ვარ მარტო. ჩემთან არს ღმერთი. მე მინდა გავხდე მღვდელი, ჩემი მამისა და ბაბუის მსგავსად“– წერს იგი ძმას თეოდორ ვან გოგს, ამჟამად უკვე მსოფლიოში გახმაურებულ ,,წერილებში“. საბოლოოდ. როდესაც ქრისტიანობის მსახური გახდა, ბელგიის პატარა ქალაქ ბონიჟაში ჩავიდა და მაღაროელთა მძიმე ხვედრის მქონეთა დამხმარედ იქცა. ნახევარი წლის შემდეგ, ეკლესიის მსახურებმა ის სამსახურიდან დაითხოვეს.მხატვრობის შესწავლით სერიოზულად ამ პერიოდში დაინტერესდა და 1881 წელს ჰააგაში გაემგზავრა, სადაც სწავლა დაიწყო ცნობილ მხატვარ ანტონ მაუვესთან.

მისი ცხოვრება და შემოქმედება იყოფა ორ ძირითად – ჰოლანდიურ და ფრანგულ ეპოქებად.  ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება ამ ორი პერიოდის ნახატები და ასევე წერილები, რომლებსაც რეგულარულად სწერდა ძმას–სურათებით მოვაჭრე, თეოდორ ვან გოგს.

კიდევ ერთი უიღბლო სიყვარულის შემდეგ, მხატვარმა ცოლად შეირთო ორსული მეძავი, იმ იმედით რომ ქალს გამოასწორებდა და მყუდრო ოჯახს შექმნიდა. ეს ნაბიჯი საზოგადოებამ მხატვრის ერთგვარ გამოწვევად მიიღო, რადგან ეს საქციელი საზოგადოებაში მიღებული ყველა წესის ფეხქვეშ გათელვად ითვლებოდა. შემდგომში ის ამ მეძავმა კრისტინამაც მიატოვა.

ვინსენტი პარიზში ჩასვლის შემდეგ გააეცნო ახალ მიმდინარეობა–იმპრესიონიზმს, რამაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა მასზე. მის ცხოვრებაში დაიწყო მარტობის, ხატვის და ფერების ხანა. ხატავდა განუწყვეტლივ და გაშმაგებით. მოხდა გარესამყაროსგან მისი თითქმის სრული იზოლირება, მაგრამ მუდმივ კონტაქტს არ წყვეტდა ძმასთან, რომელსაც წერილებში დაწვრილებით უყვებოდა ყველა დეტალს და რომელიც მისი არსებობის წყაროს უზრუნველყოფდა. ყველა ცდა წარმატებისა და არაადამიანური შრომის დაფასებისთის კრახით სრულდებოდა. თუმცა იმედი მაინც არ ეკარგებოდა, იმედი რომ გაიყიდებოდა მისი თუნდაც ერთი ნახატი. ეს ოცნება სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აუსრულდა, 400 ფრანკად გაიყიდა მისი ნამუშევარი ,,წითელი ვენახი“.

ვინსენტი მიუხედავად მარტოსულობისა მის თანამოაზრე თუ თანამედროვე მხატვრებში გაერია, ერთად დიდ დროს ატარებდნენ, განიხილავდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს, მსჯელობდნენ იმპრესიონიზმზე. ვინსენტი განსაკუთრებით პოლ გოგენთან დამეგობრდა, ,,იგი დიდი მხატვარი და ჩინებული მეგობარია“ –ამბობდა მასზე. შემდგომში საცხოვრებლადაც თავის ,,ყვითელ სახლში“ გადაიყვანა და იმედოვნებდა რომ ერთობლივი ძალით  წარმატებას მიაღწევდნენ.  თეო კვლავინდებურად მხარში ედგა ძმის ყოველ ენთუიზიაზმით აღსავსე წამოწყებას . მიზანი ამჯერადაც მიუღწეველი დარჩა, მხატვრებს შორის სერიოზული უთანხმოებები მოხდა, პარალელურად ვინსენტის სულიერი მდგომარეობა კრიზისული გახდა.წლების მანძილზე დაუღალავი შრომა და მუდმივი წარუმატებლობა საბოლოოდ მხატვრის  ჯანმრთელობაზე აისახა და ფსიქიური აშლილობა გამოიწვია.

ერთ–ერთი შეტევის დროს მარცხენა ყურის ბიბილო მოიჭრა და სულით ავადმყოფთა სახლში მოხვდა. ხატვას არც იქ  ყოფნის დროს წყვეტდა და შეტევების პარალელურად მუშაობდა. სიცოცხლის უკანასკნელი ორი თვის მანძილზე 70 სურათი და 32 ნახატი შექმნა. ,,მე შეუბრალებლად მიმიყვანდნენ თვითმკვლელობამდე“–სწერდა ძმას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ერთ–ერთ წერილში მხატვარი კითხულობდა–,,არის სიკვდილი დასასრული?იქნებ შემდგომად სიკვდილისა მაინც არის კიდევ რამე?“…1890 წლის 27 ივლისს პისტოლეტით სასიკვდილოდ დაიჭრა თავი, ორი დღე იცოცხლა და 29 ივლისს თეოს ხელში გარდაიცვალა.,,მან მუცელში ტყვია დაიხალა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა, ლოგინში იყო წამომჯდარი და ჩიბუხს ეწეოდა. გარდაიცვალა სრულიად საღი გონებით , განმსჭვალული თავისი ხელოვნების სიყვარულით და ისე რომ არავის სიძულვილი არ გაჰყოლია.“– წერდა პოლ გოგენი. დაკრძალვას ოვერის სასაფლაოზე რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.

,,ფილმებს ხელოვნებაზე, უმეტეს შემთხვევაში, ისინი იღებენ, ვინც ვან გოგს ნახევარ ქისას მისცემდნენ და თან მწარედ ინანებდნენ, ეს რა ვქენით,კარგად რომ შევვაჭრებოდით, ერთ მწკივ თამბაქოსაც დაგვჯერდებოდაო“– ჰაინრიხ ბიოლი.

PDF

Written by tamarage

2010/05/12 at 15:22

Posted in უკატეგორიო

პიტერ ბრეიგელის “ბრმები”

       ჰოლანდიელი მხატვრის პიტერ ბრეიგელის ნახატს: “ბრმები” (1568წ)  მეორე სახელწოდება, ფრაზაც აქვს, რომელიც ხსნის ნახატს:      “Let them alone: they be blind leaders of the blind. And if the blind lead the blind, both shall fall into the ditch”.

ანუ “დავტოვთ ისინი მარტო: ისინი იქნებიან ბრმების ბრმა ლიდერები და თუ ბრმებს წარუძღვება ბრმა, ყველანი აღმოჩდნებიან თხრილში.”
   ამ ცხოვრებაში ბევრი თვლის თავს დასაყრდენად, მაგრამ ცუდ მმართველ ძალას დომინანტური სიკვდილის გამოწვევაც სძალუძს. დანტე ალიგიერის ნაწარმოებებშიც კი ყველა ჯოჯოხეთშია, რადგან ცრუ გზას ცუდ შედეგამდე მივყავართ.
    ამ ნახატს ცხოვრებას ვუწუდებ. მიუხედავად იმისა რომ ბოლოდან მესამე გრძნობს საშიშროებას, ის მასობრივი ძალის მსხვერპლია: “სადაც ყველა იქაც მე”-სი. რთულია ბრეიგელის მიერ დანახულ სამყაროში აზრის გამოთქმა, საკუთარი იდეოლოგიის გზა, რომ “გადამჩეხველი” შემზარავის საქმის გაგრძელება არჩია მესამემაც. ეს სწორედ ის შემთხვევაა სადაც სასოწარკვეთა გადაწონის პასუხისმგებლობას. “ყველაფერი მისი ბრალია, ვინც წინ მიგვიძღოდა”, რა მარტივია დანაშაულის გადაბრალება: “ვისაც მეტი მიეცემა მეტი მოითხოვება”.
    რატომ ჰქვია ნახატს ბრმები? ანუ ისინი მხოლოდ ბრმები არიან და არა ყრუები ან მუნჯები?! ისინი ხომ გაიგებდნენ წინ მიმავლის მომავალს… ადამიანის ბუნებას სხვისი სიმართლე, სხვისი დაჯერება, ნდობა უფრო უყვარს, ვიდრე საკუთარის.
   ნახატზე ჩანს რომ ისინი  არ არიან ბავშვები, რომლებსაც უფლება აქვთ შეცდნენ, ამით ავტორს  იმის თქმაც სურს, რომ შეუმცდარი არავინაა, ასაკი არ ნიშნავს გამოცდიელბას. ცხოვრება მასწავლებელია, ოღონდ იმაზე დაუნდობელიც  და სამართლიანიც კი ვიდრე ამ “ბრმებს” სწამთ ან უნდა სწამდეთ “დახატული, ვარდისფერი გზების”.
   მშვიდი ჰაეროვანი ბუნება, შეუმჩნეველი ჰარმონიით კიდევ უფრო უსაფრთხოდ აგრძნობინებს ადამიანებს თავს, მაგრამ “მშვიდობა?! ომის გეშინოდეთ მოკვდადვნო”!
   რამდენმა შეიმოკლა ან შეუმოკლა სხვას ეს “წუთისოფელი” კიდევ წამებად: ნარკომანია, ლოთობა, ომი, მკვლელობა, შიმშილი, ხოცვა-ჟლეტვა-ეს მასობრივი სიბრმავის შედეგია, მაგრამ სულელებს თავიანთ ლიდერად სულელი ჰყავს.
  გასაკვირია, რომ ბოლოდან მეორეს ჯვარი უკეთია. მასმედია ამბობს, რომ ბრეიგელს არ სწამდა ქრისტიანობის, რადგან ისიც განწირულია; მაგრამ იქნებ სრულიად სხვანაირად უნდა დავინახოთ მისი სათქმელი?! იქნებ ღმერთთან სიახლოვე, რელიგია სულაც არ უზრუნველყოფს ჩვენს სიცოცხლეს. ჩვენივე სიცოცხლე ჩვენსავე ხელშია და თუ ხელი არ გავანძრიეთ უხეშად რომ ვთქვათ, სხვა არ გააკეთებს და არ გაგვიყვანს “ლამაზი გზის, ლამაზ ბოლოში”.
ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს და გვჯეროდეს ერთმანეთის, მაგრამ არასდროს:   “Lose ourselves, mind and faith to find our happiness, our ways to heaven” “დავკარგოთ საკუთარი თავი, გონება და რწმენა, გამბედაობა იმისა, რომ ვიპოვოთ ბედნიერება და ჩვენი გზა სამოთხისაკენ”.

PDF

Written by თამარ კანაშვილი

2010/05/11 at 16:54

მომავლის მეცნიერების სათავეებთან

  დღესდღეობით გამთლიანებული აზროვნების პროცესებს, ნოოსფეროს პრობლემატიკას მსოფლიოში მრავალი ცნობიერებითი სკოლა სწავლობს. მათ შორისაა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლ. კალანდაძის სახლ-მუზეუმში არსებული ადამიანის ინსტიტუტი ,,ნოოსფერო”. ნოოსფეროს კვლევის ცენტრი თბილისში 1986 წლიდან არსებობს. მისი ხელმძღვანელია თეორეტიკოსი და ფიზიკოსი ქალბატონი ირინა კალანდაძე. ნოოსფეროს აკადემია 20 წელია ცდილობს ადამიანის ცნობიერების შეცვლას. მისი მთავარი იდეა, გამთლიანებული აზროვნება, გულისხმობს იმას, რომ სამყარო ერთიანია, რომ ადამიანი სამყაროს ნაწილია, მაგრამ ეს ნაწილები ერთმანეთისაგან იზოლირებულნი არ არიან, რომ სამყარო ნაწილებისაგან შემდგარი ერთი მთლიანობაა, რომელსაც ერთი სულიერი გონითი საწყისი აქვს.ნოოსფერო ეს არის დროისა და სივრცის გარეშე არსებული საყოველთაო აპრიორულ იდეათა ბანკი, გლობალური სპონტანურობის კოსმიური გონი, ცნობიერების განფენილობა, გაუმჟღავნებელი კატეგორია სამყაროს ჰოლოგრამაში, რომელსაც უნდა ქონდეს თავისი გამჟღავნებული. ადამიანმა პლანეტაზე უნდა ააშენოს ანთროპოლოგიური ნოოსფერო, ამისთვის კი საჭიროა ჩამოყალიბდეს ახალი ცნობიერების ადამიანი, ახალი ცნობიერების კაცობრიობა, რომლებიც შექმნიან ახალ სოციუმს. თუ ადამიანი გამთლიანებული აზროვნებით მიაღწევს ნოოსფეროს მაშინ დედამიწისთვის სიცოცხლის განფენილობა შეიცვლება ცნობიერების განფენილობით. ახალი ცნობიერება მოედება მთელ პლანეტას და გაჩნდება ნოოსფერო – გამთლიანებული, ცნობიერებით მოცული პლანეტა, რომელთან ერთადაც ჩვეულებრივად იარსებებს ლითოსფერო და ბიოსფერო, ისევე როგორც დღეს ბიოსფეროს გვერდით თანაარსებობს ლითოსფერო. ადამიანის სამომავლო პერსპექტივის ეს კონცეფცია სათავეს იღებს ვ. ვერნადსკის შრომებიდან. ბიოსფეროში დედამიწის ცხოვრების ყველა ნიშანი გაჯერებულია სიცოცხლით, ვერნადსკის ნოოსფეროში პლანეტის ცხოვრების ყველა ნიშანი გაჯერებულია მეცნიერული აზრით, ხოლო ანთროპოგენური ნოოსფერო არის ცხოვრების ყველა ნიშნის გაჯერება გამთლიანებული აზროვნებით, ცნობიერებით. ბიოსფეროდან ნოოსფეროს შექმნა ბუნებრივი მოვლენაა და უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კაცობრიობის ისტორია. ადამიანის არსებობის მთავარ ნიშნად აზროვნება ხდება და ნოოსფერული აზროვნება ადამიანის პოტენციის სრულ გამოყენებას ვარაუდობს. ასე სწამთ ნოოსფეროს აკადემიაში. ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანთა რიცხვი საქართველოში დაახლოებით 100-ია. ყოველ კვირა დღეს ტარდება ტრანსდისციპლინარული სემინარები. ტრანსდისციპლინარიზმი გულისხმობს მეცნიერების, რელიგიის, ხელოვნების დარგთა გამთლიანებას, ანუ თითოეული სფეროდან ისეთი მასალის ამოღებას, რომელის ადამიანისა და სამყაროს სრულიად ახალ ერთიანობაზე გაგვიყვანს, თვითონ მეცნიერებაში კი შექმნის კოჰერენტულ(შეთანხმებულ) სივრცეს. სემინარები მსოფლიო ახალი მიღწევების ინოვაციური ინფორმაციებით, პრაქტიკული მასტერკლასებით, ახალი ქართული კარტოგრაფიით ტარდება. პრაქტიკულად ,,თბილისის ადამიანის ინსტიტუტი – ნოოსფერო” გვთავაზობს ახალ მეტაფიზიკას, შესაბამისად ახალ აზროვნებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეტაფიზიკურ კატეგორიებს: ინტუიციას,ხედვას, სპონტანურობას. ეს ყველაფერი გულისხმობს მოვლენაში სიღრმისეულ შეღწევას, თავად მოვლენად ქცევას. ახალი მეტაფიზიკური მეცნიერება აცხადებს, რომ არსებობენ პარალელური სამყაროები, რომ ჩვენი პლანეტარული თანამედროვეობა ეს ბიოსფეროა, თუმცა სიცოცხლე არ არის ერთადერთი და საბოლოო კატეგორია პლანეტაზე, ტვინი არ არის აზროვნების მთავარი ცენტრი, საუბარი უნდა იყოს ადამიანის ბიოკომპიუტერზე. ადამიანის ცნობიერება მარცხენანახევარსფერო ცივილიზაციის ცნობიერებაა, ეგოცენტრული და კაფსულირებული, ინტუიციის თვალსაზრისით, ეს მძიმედ მბობღავი ცივილიზაციაა. ცნობიერება არის სიცოცხლის შემდგომი ბუფერი დედამიწასა და კოსმოსს შორის, კაცობრიობა კი კოსმიური ცნობიერების პროექციაა, რომ ადამიანი მხოლოდ ფიზიკური სხეული არ არის. ველისმიერ სტრუქტურებთან ერთად ადამიანს 7 ან მეტი სხეულებრიობა ახასიათებს.

აკადემიაში დაგროვდა რამდენიმე სიახლე. იკვეთება საინტერესო ფაქტორები ინსტიტუტის სამეცნიერო პრობლემატიკაში: ანთროპოგენური ნოოსფერო, ადამიანის ცნობიერების იერარქიული მოდელი, ახალი ცნობიერების ადამიანი, გამთლიანებული ცნობიერების მოდელი, ვირტუალური ფილოსოფია, ახალი ფიზიკის პრობლემატიკა და სხვ. აქ თვლიან, რომ მეცნიერი ჰქვია მას, ვინც მეცნიერულ ახალღირებულებას ქმნის. ინსტიტუტის მთავარი ლოზუნგია – მეცნიერება, როგორც მოთხოვნილება და არა როგორც მარტო საქმე, ხოლო საზრისი – უმაღლესი კატეგორიის, ნატიურობის მიღწევა. აკადემიაში ხშირად ტარდება სხვადასხვა საღამოები. ხდება შეხვედრები ახალგაზრდებთან ნოოკლუბის საშუალებით ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე კონფერენციები, სინპოზიუმები, talk-show-ები რომელთა შინაარსია: ეზოთერიკა, ფსიქოლოგია, მეტაფიზიკა, მისტერიები, ხელოვნება ფსიქოთერაპია. ხშირია კულტურული ღონისძიებები და ექსკლუზიური საღამოები, გაკეთებულია პროექტი ,,ნოოპოლისი – ახალი ტაძარი”, ტრანსდისციპლინარიზმისა და ნოოსფეროს პრობლემატიკის ნოოცენტრი, სადაც იმუშავებს ცნობიერების შეცვლის 200 მეთოდური კაბინეტი, აზროვნების ინსტიტუტები რომელის იქნება გამთლიანებული ფორმულით – ადამიანი ბიო-ფსიქო-სოციო-ფილოსოფიურ კოსმიური ფენომენია.

ეს ახალი მეცნიერება, ,,ნოოსფერო კაცობრიობის გონივრული მოღვაწეობის სფერო”, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ახალი, რთული და გაუგებარი. მეცნიერთა ამ ჯგუფის მოღვაწეობის შესახებ ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია. შესაბამისად საზოგადოებრივი აზრის გაგება ამ საკითხის გარშემო რთულია. ვისთვისაც ცნობილია ამ ინსტიტუტის შესახებ ერთნი სკეპტიკურად უურებენ მას, ხოლო სხვანი, უფრო მონდომებულნი ცდილობენ ჩაწვდნენ მის აზრს და განხორციელების შესაძლებლობას.

PDF

Written by ქეთი კურტანიძე

2010/05/11 at 13:07

Posted in უკატეგორიო

შიდსი და საერთაშორისო პროგრამები მის წინააღმდეგ

Written by თეა გაბეჩავა

2010/05/07 at 19:07

ყველანი ჯარში?!

დღევანდელი ქართული ჯარი რადიკალურად განსახვდება 90–იანი წლების ქართული ჯარისგან.ის იყო ჯარი, როდესაც  ჯარისკაცებს   ნორმალური ფეხსაცმელი და საჭმელი არ ჰქონდათ.დღეს  ეს საკითხი მოგვარებულია, სახელმწიფო ყოველწლიურად მილიონობით ლარს ურიცხავს თავდაცვის სამინისტროს მსგავსი და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად.ინვენტარი და  პირადი  მოხმარების  საგნები ძირითადად  ამერიკის შეერთებული შტატებიდან  და თურქეთიდან , ზოგჯერ კი უკრაინიდან შემოდის.ყველა ჯარისკაცს აქვს წელიწადის ოთხივე სეზონისათვის  შესაფერისი  ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.რაც შეეხება კვებას, რომელიც ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენდა 90–იანი წლების ჯარიში, დღეს მოგვარებულია.ქართულ  ჯარს საუკეთესო კვება და სისუფთავე აქვს.მოგვარდა ყაზარმების კეთილმოწყობის საკითხი.ყველას აქვს კომფორტული საწოლი და აბაზანაც ყველაზეა გათვლილი.სახელმწიფოს ინიციატივამ “საკონტრაქტო”  ჯარის შემოღების შესახებ, გაასამმაგა  ჯარში წამსვლელთა რიცხვი.საკონტრაქტო ჯარში  წასვლის მსურველი უნდა იყოს 35წლამდე, ის აფორმებს ხელშეკრულებას, ე.წ “კონტრაქტს” თავდაცვის სამინისტროსთანკონტრაქტის მიხედვიით ჯარისკაცი ვალდებულია დაიცვას სამშობლო საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი.ღირსეულად ემსახუროს ქვეყანას, არ ჩაიდინოს უღირსი საქციელი, რაც შეურაცყოფს ქართულ ჯარს და ა.შ.თავის მხრივ  თავდაცვის სამინიისტრო დასახელმწიფო უზრუნველყოფს  მათ ყოველთვიური ხელფასით, რომლის მინიმალური ზღვარია 650 ლარი., უზრუნველყოს უფასო სამედიცინო დაზღვევითა და მომსახურებით, ბანკები შეღავათიანი პირობებით ემსახურებიან და ა.შ.ჯარისკაცის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ან ვადაზე ადრე თვითნებუბურად სამსახურის შეწყვეტის შემთხვევვაში მას ეკისრება ფულადი ჯარიმა. 17 000 ლარის ოდენობით.რაც შეეხება კონტრაქტის ხანგრძლივობას ის არის 4 წლიანი და 12 წლიანი.~ადამიანთა უმრავლესობა  ღევანდელი მძიმნე პირობებისა და ეკონომიური  პირობების გამო იძულებულია წავიდეს საკონტრაქტო ჯარში.ამ ფაქტისა თუ ადამიანთა პატრიოტიზმის  გათვალისწინებით ჯარში წასვლის მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება.ეს ზრდა ვერც 2008 წლის აგვისტოს ომმა შეაჩერა.როგორც ქალაქ გორის სამხედრო კომისარიატში აცხადებენ,  საჯარო სკოლებიდან წვევამდელთა  აღრიცხვა და სამედიცინო შემოწმება უკვე დაწყებულია.:აღრიცხვა არ არის დამთავრებული მაგრამ კონტიგენტი საკმაოდ მრავალრიცხოვანია თითქმის არავინ ცდილობს სამხედრო სამსახურს თავი აარიდოს, აცხადებენ გორის კომისარიატში.ერთ ერთი წვევამდელის გიორგი კოჩხუაშვილის განცხადებით ეს რომ  ათი წლის წინანდელი ჯარი ყოფილიყო, სადაც  საჭმელი და ჩასაცმელი არ ჰქონდათ , სურვილიც არ მექნებოდა წავსულიყავი, მაგრამ ახლა ვიცი რომ საუკეთესო პირობებია და არც მიფიქრია თავი ავარიდო სამხედრო სამსახურს. მიუხედავად იმისა რომ უმაღლესში ჩაბარების შემდეგ წელიწადის ნახევარი მიცდება.ქართულ ჯარში მოუგვარებელი პრობლემებიცაა.ერთერთია  სამხედრო ნაწილის  დისლოკაციის ადგილზე არსებული მედ პუნქტების საჭირო სპეციალისტებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა.ხშირია შემთხვევები როდესაც  ტკივილგამაყუჩებელი და ანტიბიოტიკიც კი არ აქვთ, დაჭრილი ჯარისკაცის სამედიცინო დახმარებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ,არადა ჯარში უბედური შემთხვევები ხშირად ხდება, სამწუხაროდ ზოგჯერ ფატალურადაც სრულდება.ამიტომ საჭიროა მედპუნქტებს უფრო მეტად მიექცეს ყურადღება.სიკეთეებთან ერთად ჯარის ცხოვრებას  ბევრი საფრთხეც ახლავს თან.
ის ითხოვს ყოველდღიურ დისციპლინას მძიმე ფიზიკურ და სულიერ ვარჯიშს.ერთი ჯარისკაცის შეცდომაზე   მთელი ნაწილი ისჯება.ჯარი, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, შეთანხმებულად მოქმედებს .ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი  მივიღოთ.როდესაც საქმე ტექნიკას და სამხედრო ააღჭურვილობას ეხება , ძნელი  გასათვლელია,როდის რა მოხდება, მითუმეტეს  ახალწვეულებთან დიდი ყურადღებაა საჭირო.ამიტომ პროფესიონალებს  და მომავალ ჯარისკაცებს ვურჩევთ საფუძვლიანად შეისწავლონ მათ გამოყენებაში მყოფი იარაღის მოხმარება, რათა უბედური შემთხვვები თავიდან ავიცილოთ–ამბობს მაიორი ლევან ელკანოვი.
ვინც ჯარში არ წასულა, ვურჩევთ თავიდანვე შეეჩვიოს დისციპლინას, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას, სხვებზე ფიქრს და მათთან ერთად   შეთანხმებულ ცხოვრებას.რადგან ამის გარეშე ჯარი არ არსებობს
aქ არ იბრძვიან ერთეულები, აქ მთლიანი ჯარი იბრძვის როგორც ერთი ინდივიდი.

PDF

Written by მარიანა მანელიძე

2010/05/06 at 06:49

კვირის ქრონიკა

 გამოდარება ჯერ ადრეა

შესამჩნევი გამოდარება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი არ არის. მეტეოროლოგების ცნობით, პირველი მაისიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექების რაოდენობა შემცირდება და ჰაერის ტემპერატურაც რამდენიმე გრადუსით აიწევს, თუმცა ამინდი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას მხოლოდ 7 მაისის შემდეგ დაიწყებს.

მდინარეებში წყლის დონე მომდევნო ორი დღის განმავლობაში შემცირდება. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ იწვიმებს, ნალექია მოსალოდნელი დედაქალაქშიც.

რაც შეეხება მდგომარეობას გზებზე, ამ მხრივ ვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით სტაბილურია, თუმცა, რთულ მონაკვეთებში: კახეთსა და რაჭაში საგზაო დეპარტამენტს მუდმივი კავშირი აქვს ჰიდრომეტცენტრთან და გადაწყვეტილებებს ოპერატიულ რეჟიმში უახლესი ინფორმაციის საფუძველზე იღებენ. 30 აპრილიდან უამინდობის მიზეზით სატრანსპორტო მოძრაობა არსად არის შეზღუდული.

ალიანსის” საარჩევნო სია

სოზარ სუბარი ”ალიანსი საქართველოსთვის” თბილისს საკრებულოსთავმჯდომარე აღარ იქნება. საარჩევნო სიის ასეთისახით პრეზენტაცია ალიანსის პოლიტიკურმა გაერთიანებამ 29 აპრილს მოულოდნელად გამართა.

პირველ ათეულში შედია – თინა ხიდაშელი, დავით საგანელიძე, ზურაბ აბაშიძე, ნათელა მაჭავარიანი, ვიქტორ დოლიძე, დავით ბერძენიშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, კახა სეთურიძე, მამუკა კაციტაძე, ალექსი პეტრიაშვილი.

ალიანსის საარჩევნო სია 64-კაციანია. მასში არ არის სოზარ სუბარი, ალიანსის წარმომადგენელთა განმარტებით მან გაერთიანების თავმჯდომარეების თანხმობით, მიიღო გადაწყვეტილება, მოხსნას საკუთარი კანდიდატურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან.

იმ შემთხვევეაში, თუ ”ალიანსი” უმრავლესობით მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საკრებულოს თავმჯდომარეობას იმ ოპოზიციურ ძალას შესთავაზებს, ვინც ”ალიანსის” შემდეგ ყველაზე მაღალ შედეგს აჩვენებს. 29 აპრილის სპეციალურ ბრიფინგზე ”ალიანსის” ახალი ჰიმნიც გაჟღერდა, რომელიც გაერთიანებისთვის მამუკა ჩარკვიანმა დაწერა.

პრეზიდენტი მილკენის ინსტიტუტში

მიხეილ სააკაშვილი 28 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიდა, სადაც მილკენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გლობალურ კონფერენციას დაესწრო ბევერლი ჰილზში. ამ ღონისძიების სპონსორები იყვნენ ცნობილი კომპანიები – კრედიტსერვისი, შევრონი, კაუფმანი, ნიუსკორპი, ბლემბერგი, დოიჩებანკი და სტარბაკსი.

წლევანდელ კონფერენციაში მსოფლიოს ბევრი ცნობილი სახე მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი და ცნობილი ჩოგბურთელი ანდრე აგასი. მიხეილ სააკაშვილი კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ომისა და ეკონომიკურ პროცესებზე. დასასრულს კონფერენციის წამყვანმა შეხვედრის მონაწილეებს ურჩია საქართველოს მოინახულება.

მიხეილ სააკაშვილი ლოს-ანჯელესში ცნობილი კორპორაციების ხელმძღვანელებსაც შეხვდა, მათ შორის ”დაიმონდ რისთორის” ხელმძღვანელს სტეფან კლუბეკს, ”კონტინენტალ გრეინ კორპორეიშენის” ხელმძღვანელს პოლ ფრაიბურგს, ასევე კორპორაცია ”ფიფიჯის” პრეზიდენტს დევიდ ბოდმანს და ”ჰარაშ ინტერტეინმენტის” პრეზიდენტს გარი ლაფერმანს. შეხვედრებზე საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონსაც ეწვია და ატლანტიკური საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონს და მომღერალ ბონოს სპეციალური ჯილდო გადასცეს.

პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ საქართველოში არ დაბრუნებულა.

ბაქრაძე დევიდ ვილშაერს აკრიტიკებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის ქმედებებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც აკრიტიკებს და მისი ნაბიჯები მიუღებლად მიაჩნია.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს ბოლო სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ შეუძლებელია ვილშაერის მიერ მომზადებულ დასკვნას ენდონ.

ბაქრაძისთვის, როგორც საქართველოს დელეგაციისა და ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნებისთვის, მიუღებელია, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენელი შეხვედრას მართავდეს იმ ე.წ. ქვეყნის ელჩთან, რომელიც რუსეთის გარდა, ევროსაბჭოს არცერთი წევრის მიერ არ არის აღიარებული.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მიუღებელია ევროსაბჭოს მანდატით მოქმედი პირი თავად მოქმედებდეს ევროსაბჭოს მიერ აღიარებული ნორმების წინააღმდეგ და ბუნებრივია, რომ მის მიერ მომზადებული დასკვნა ობიექტური ვერ იქნება.

როგორც ცნობილია, ევროსაბჭო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ რეზოლუციას აღარ მიიღებს. მიზეზად მოხსენების ტექსტზე მონიტორინგის ჯგუფის წევრების დევიდ ვილშაერისა და მათიას იორშის შეუთანხმებლობა სახელდება.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ევროსაბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოხსენების ტექსტის განხილვა, რადგან ვილშაერი იმყოფებოდა მოსკოვში და სწორედ მოსკოვში შეხვდა დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 26 აპრილს გაიხსნა და 30 აპრილამდე გაგრძელდება.

ცესკოში კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა

30 მაისის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა 30 აპრილს ამოიწურა. ამავე ვადაში წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატები. თბილისის მერის არჩევნებზე ერთმანეთს ცხრა კანდიდატი დაუპირისპირდება. ამათგან ხუთი კანდიდატი – ”ეროვნული საბჭო” – ძვიად ძიძიგური, ”საქართველოს დემოკრატიული პარტია” – დავით იაკობიძე, ”ნაციონალური მოძრაობა” – გიგი უგულავა, ”სახალხო დემოკრატები” – ნიკა ივანიშვლი, ”მომავალო საქართველო” – გიორგი ლაღიძე რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდნენ.

რაც შეეხება ”ალიანსი საქართველოსთვის” კანდიდატს ირაკლი ალასანიას, ”ქრისტიან დემოკრატების” – გია ჭანტურიას, ”მრეწველების” – გოგო თოფაძეს და პარტია ”სოლიდარობის” კანდიდატს თამაზ ვაშაძეს, მათ კანდიდატბის წარსადგენად ბოლო დღე აირჩიეს.

ასე რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 16 პარტია და სამი პოლიტიკური ბლოკი მიიღებს.

ლავროვი ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. ამ თემაზე 29 აპრილს სერგეი ლავროვს მწვავე შეკითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიტყვით გამოსვლისას საქართველო არ უხსენებია, მას საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა შეუსრულებელი ვალდებულებები მაინც შეახსენეს.

ევროპელი დიპლომატები დაინტერესდნენ, როდის შეასრულებს მოსკოვი იმ სამ რეზოლუციას, რომლებიც რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის თაობაზეა მიღებული. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის პრეცენდენტი კოსოვოს აღიარება იყო და სწორედ ამის შემდეგ აღიარა რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

რუსეთი არ შეასრულებს ევროსაბჭოს რეზოლუციებს, რომელთა მიღებაც ნაკარნახევი იყო პოლიტიკური მოსაზრებებით. ახლახან გამართული დისკუსიები საშუალებას იძლევა საუბრებს ამ თემაზე უფრო სწორი მიმართულება მივცეთ. იმისათვის, რომ შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს მანდატსა და უფლებამოსილებას”–აცხადებს ლავროვი.

ევროსაბჭოს დეპუტატებისთვის კი მიუღებელი აღმოჩნდა ის, რაც ლავროვმა საპარლამენტო სესიაზე განაცხადა.

PDF

Written by მარინა მართალიშვილი

2010/05/06 at 06:22

ქართველი ჯარისკაცების როლი მსოფლიო ისტორიაში

ვინ გვასახელა პირველმა და როდის? ისინი იყვნენ უცხო მიწაზე ტყვეებად გაყიდულები,  ვეხტმანის 30 000 ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი, დღესდღეობით კი სხვა ქვეყნის მშვიდობის სადარაჯოზე მყოფი მეომრები. ქართველობა ზოგადად ნიშნავს იყო თავგანწირული სხვა ერისთვისაც.

ისტორიკოს პაატა ბუხრაშვილის თქმით, ქართველობა ცნობილია მეომრობით. ჯერ კიდევ ძველი კოლხეთიდან გაჰყავდათ ახალგაზრდები და საჯარისო ფორმირებებს ქმნიდნენ.

ვინ იყვნენ მამლუქები? მხოლოდ  მონები თუ სხვა ქვეყნისთვის და ერისთვისმებრძოლნი თავდადებული ქართველი ვაჟკაცები?

ეგვიპტეში ტყვეებად გაყიდულმა თეთრკანიანმა მონებმა: იბრაჰიმ ქათხუა, ალი-ბეი ალ-ქაბირი, იბრაჰიმ-ბეი სინჯიკაშვილი, მურად ბეიმ უძლიერესი  იმპერია შექმნეს.სწორედ, ქართველთა ვაჟკაცობამ დაუდო საფუძველი ეგვიპტელთა გამოხსნას ოსმალთა მრავალწლიანი ბატონობისგან…

XIII-XIV საუკუნეებში ეგვიპტე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო ახლო აღმოსავლეთში. მამლუქებმა წარმატებით მოიგერიეს თათარ-მონღოლთა თავდასხმები. მამლუქთა ხანაში მოხდა მმართველობის სისტემის რეორგანიზაცია, გაუმჯობესდა ხელოვნური სარწყავი სისტემა, განვითარდა  კულტურა, მეცნიერება…

ნაპოლეონმა ვერ შეძლო მათი დამორჩილება და ეგვიპტეში ფეხის მოკიდება. მამლუქები აღმართული დროშებით შედიოდნენ იერუსალიმში… ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს ვინ იყვნენ მამლუქები, ქართველი სულისკვეთების ძლევამოსილი მეომრები”,_ამბობს ისტორიკოსი ზაზა ლეთოდიანი.

შალვა მაღლაკელიძე. რით დაამახსოვრა თავი ამ პიროვნებამ ისტორია? მას   ექვემდებარებოდა მთელი აღმოსავლეთ რეგიონი, როგორც მეთაურს. 1944 წელს კი ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდებაც მიიღო. წარმატებული ბრძოლები აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილო კავკასიაში, ყირიმში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში და სხვა. 1949-1952 წწ. პირველი ბუნდესკანცლერის კონრად ადენაუერის პირადი სამხედრო მრჩეველი იყო.  სხვა თუ არაფერი, კანცლერის მრჩეველობა არ უნდა წარმოადგენდეს უბრალო საქმეს.

”ტარასი ვაშაკიძე,- იყო ასეთი პიროვნება.მან   თურქეთის მეორე არმიის მთელი შატაბი ჩაიგდო ხელში და წამოასხა ტყვეებად. თურქებმა მას შაითან (ეშმაკი) კაპიტანი შეარქვეს” _  ამბობს ბატონი ზაზა.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს არსებობდა იყო  ქართველი ფრანგი ”მამლუქი” დიმიტრი ამილახვარი – ფრანგული “უცხოური ლეგიონის” ერთ-ერთი წარჩინებული წევრი. დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ აფრიკაში 1942 წლის 24 ოქტომბერს, ელ-ალ ამეინის ცნობილ ბრძოლაში. შარლ დეგოლის ბრძანებით 1955 წელს დაჯილდოვდა ლეგიონის უმაღლესი ორდენით.
ქართველი ჯარისკაცები იდგნენ პოლონეთის სამსახურშიც, როცა ამას დრო და საჭიროება მოითხოვდა. რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქართველთა  ერთი ჯგუფი დაფუძნდა კონსტანტინოპოლში. მათი უმეტესობა იქ დიდხანს არ გაჩერებულა. მცირე ჯგუფი საქართველოში დაბრუნდა, ხოლო დანარჩენებმა გადაწყვიტეს ბედი სხვა ქვეყნებში ეცადათ. მაგალითად, საფრანგეთში, ქართველები  ძირითადად დასახლდნენ პარიზში და  ქართული პოლიტიკური ცენტრი ჩამოაყალიბეს “ემიგრაციაში”.  ახალგაზრდა ქართველების გარკვეული რაოდენობა მიიღეს ფრანგულ სამხედრო აკადემიებში. მათი დამთავრების შემდეგ, ისინი გახდნენ ფრანგული არმიის ოფიცრები და მსახურობდნენ უცხოელთა ლეგიონში, აფრიკაში. ბევრი  მათგანი გახდა ფრანგული არმიის წარჩინებული ოფიცერი. ერთ-ერთმა მათგანმა, პრინცმა ბაზორკა ამილახვარმა ( თავადი დიმიტრი გიორგის ძე ზედგინიძე-ამილახვარი )(31/10/1906–24/09/1942). სახელი მოიხვეჭა უცხოელთა ლეგიონში მსახურობისას.

გენერალი კონიაშვილი- იყო მიზანდასახული, სიმპათიური და ტემპერამენტიანი ქართველი და სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც თურქების დამპყრობელს, ერზერუმის ციხე-სიმაგრეში.  მისით აღფრთოვანებულნი  იყვნენ და პატივს სცემდნენ.

კონიაშვილი  კავკასიის ფრონტზე მსახურობდა რუსული რევოლუციის დამთავრებამდე. 1917 წელს იგი  დააპატიმრეს და გააგზავნეს ერზერუმში, სადაც  უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. მას დახვრეტა მიუსაჯეს. ციხიდან გაქცეული გენერალი მატარებელში ვერ იცვნეს . საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ  გენერალ კონიაშვილს შესთავაზეს საქართველოს საზღვართან, (სოჭში) ახალი არმიის ხელმძღვანელობა.

მეორე მსოფლიო ომში დიმიტრი  შალიკაშვილი გერმანელებთან საქართველოს  ბოლშევიკური რუსეთის მარწუხებისაგან  თავისუფლებისათვის იბრძოდა. შემდეგ, მისი სამხედრო ერთეული ბრიტანელებმა იგდეს ხელთ და ომის ბოლომდე მან სამხედრო ტყვეთა ბანაკში გაატარა.

დიმიტრის მემკვიდრე არანაკლებ სახელგანთქმული გენერალი გახდა. მალხაზ შალიკაშვილი საკუთარი ნებით შევიდა ამერიკის არმიაში, სადაც დაიწყო  მისი რთული მაგრამ თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა.

1993 წლის 25 ოქტომბერს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი დაინიშნა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ. ამჟამად,  სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორია, სადაც იგი მოღვაწეობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრში.

”დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ ქართველი კაცის ვაჟკაცობაზე, მეომარ სულზე, თუმცა ორიოდე სიტყვით უნდა გადავხედოთ უახლოეს წარსულს. მას შემდეგ რაც  საქართველოს საზღვრის დასაცავად რუსი ჯარისკაცი ჩადგა, ქართველმა ჯარისკაცმა ფუნქცია დაკარგა. დღეს თითქოს საკუთარი თავის პატრონობის, დაცვის უფლება სხვას გადავაბარეთ. მაშინ როცა ქართველი კაცის ძარღვებში ვაჟკაცური, ბრძოლისუნარიანი სისხლი ჩქეფს”_ ამბობს ბატონი პაატა.

1 6 აპრილს  საპარლამენტო დელეგაცია დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით ავღანეთიდან დაბრუნდა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დეპუტატებმა ქაბულში დისლოცირებული ქართული ასეული მოინახულეს.

`როდესაც ჩვენ ამ ბაზაზე შემოვდიოდით, შემოსასვლელში იყვნენ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მსახურობენ და როცა დავინახე ქართველი ჯარისკაცები და მათ მხარზე ქართული დროშა, პირველი შეგრძნება იყო ძალიან დიდი სიამაყე, იმიტომ, რომ ეს არიან ღირსეული, ღირსეულად ჩაცმული და მომზადებული და გაწვრთნილი ვაჟკაცი ჯარისკაცები, რომლებიც აქ საქართველოს საქმეს აკეთებენ” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ისტორიკოსი პაატა ბუხრაშვილის აზრით: ”მეომრისთვის ბრძოლა აუცილებელია… ადამიანი იარაღს რომ ატარებს, იმავდროულად ღირსებაც თან დააქვს. უფუნქციოდ დარჩენილი იარაღი ან სათამაშოდ იქცევა ან დეკორაციულ ნივთად… ქართველი ჯარისკაცი კი დღეს სხვისთვის ცდილობს, სხვისთვის აკეთებს, მთელი უბედურებაც ამაშია”.

ღმერთო, მიეცი ქართველობას ერთიანი პირი , ერთი მიზანი და ერთიანი ძალა, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს გადასარჩენად!!!

სტატიის PDF ვერსია

Written by თეონა ფურცხვანიძე

2010/05/06 at 05:56

გამოხატვის თავისუფლება საქართველოში

“შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ”
საქართველოს კანონში ცვლილებები და დამატებები.

2009 წლის 17 ივლის საქართველოს პარლამენტმა შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები და დამატებები შეიტანა.

კონსტიტუციის 44 მუხლის თანახმად ვიგებთ, რომ: “უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები” სწორედ ამ მუხლიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა ცვლილებები შეეტანა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში.
Mმე-9 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

1. აკრძალულია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში (საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სამართალდამცავიო ორგანოები, სამხედრო ნაწილები… ) და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
2. აკრძალულია შენობების ბლოკირება.

დაემატა შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

1. ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ნაწილობრივ ან სრულად შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია. აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ხელოვნურად.

კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით პარლამენტში იყო აზრთა სხვადასხვაობა. Oოპოზიციის ერთ-ერთი წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს ცვლილება ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ დასჭირდა, რომ სამომავლოდ თავიდან აეცილებინა აქციები და ხელმეორედ არ გამოევლო “საკნების პერიოდი”. Kკონსერვატორებმა კი ჩათვალეს, რომ ამ კანონით კიარ ხდება მათი უფლებების დაცვა, არამედ შეზღუდვა. მათ ხელისუფლების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლის მიხედვითაც კანონი უნდა ცნონ არაკონსტიტუციურად და შესაბამისად ძალადაკარგულად, ვინაიდან კანონი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ეწინააგმდეგება ევროპის ადამიანთა უფლებების პრეცენდენტულ სამართალს.
კახა კუკავას განცხადებით, ამ ხელისუფლებას ხალხის უფლებების დაცვა ნაკლებად აინტერესებს, მათ ეს კანონი მხოლოდ მათსავე საკეთილდღეოდ მიიღეს. კანონში ნახსენები ნებისმიერი შენობათაგან ოცი მეტრის რადიუსში არის სავალი გზა, რაც ხელისუფლებამ ზუსტად განსაზღვრა, თუმცა ეს არ იკმარა და გზის გადაკეტვასთან დაკავშირებითაც დაამატა მე-11 მუხლი.
ჩვენ გვქონდა ასეთი შეთავაზება: იმისათვის, რომ არ დარღვეულიყო არავის უფლება და ჩვენი მანიფესტაციების გამო გზა არ გადაკეტილიყო, არ უნდა მიეღოთ კანონი, რომელიც მანიფესტაციების რადიუსებს გამნსაზღვრავდა. სანაცვლოდ კი ჩვენ ვაძლევდით იმის გარანტიას, რომ მანიფესტაციების დროს არ მოხდებოდა არცერთი დაწესებულების კარის ბლოკირება. თუმცა, მათ მიიღეს კანონი, რომელიც არათუ ზღუდავს, არამედ კრძალავს გამოხატვის თავისუფლებას. კანონში მაღაზიების გარდა, ლამის ყველა შენობაა ჩამოთვლილი, რომლის წინაც არ შეილება აქციის ჩატარება. ხოლო თუ სამანქანო გზის დადაკეტვა ხანგრძლივად მომხდარა საქართველოში, ესეც ხელისუფლების დამსახურებაა. როდესაც საკნები დაიდგა და აქციები ტარდებოდა, ჩვენ დავდეთ პირობა, რომ საღამოობით მანქანის სავალი ნაწილი გაიხსნებოდა. მაგრამ, ყველამ ნახა, თუ რა შედეგი გამოიღო ამან. ხელისუფლების ბანდის წევრებმა ჩვენი ტექნიკა სათითაოდ დალეწეს. Aაპრილის თვიდან თბილისა და საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორი იყო საქართველოს კონსერვატიული პარტია. შესაბამისად, სადავო ნორმების შემოღებით შეილახა კონსტიტუციით გარანტირებული ჩვენი უფლებები და მომავალში მსგავსი აქციების ორგანიზებისას ამ ნორმების არსებობის შემთხვევაში, ჩვენი კანონიერი უფლებების რეალიზაციისას შეგვექმნება რიგი დაბრკოლებები.
საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა, 2008 წლის პირველი ნახევრის საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობას ეხება, წარადგინა ფაქტი, როდესაც ამავე წლის 24-25 მარტს საპროტესტო აქციის მომიტინგეები თავს დაესხნენ რუსთავი-2-ის ჟურნალისტს, თამარ ბაღაშვილს. აქ საქმე გვაქ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევასთან. კერძოდ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა, რომელიც ითვალისწინებს, რომ: “მასობრივი იფორმაციის საშუალებისათვის შეკრებაზე ან მანიფესტაციების მიღებასა და გავრცელებაში ხელის შეშლა ისჯება კანონით”. მიუხედავად ამისა, კანონით არცერთი აქციის მონაწილე არ დასჯილა. აქვე აღნიშნულია, რომ ოპოზიციურ პარტიებს ხშირად ჰქონდათ შეკრებისა და თავისუფლების სრული მოცულობით სარგებლობის შესაძლებლობა. პოლიცია ამ უფლებას განხორციელებაში არ ერეოდა მაშინაც კი, როდესაც ამისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა საფუძველი არსებობდა.

საქართველოში 2009 წლიდან მოქმედი კანონი “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” შეიძლება შევადაროთ ევროკონვენციის მეათე მუხლს, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ეხება, რომლის მეორე პუნქტში ნათქვამია, რომ: “ სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ სასურველ, უწყინარ ან ნეიტრალურ იფორმაციასა და იდეებს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი, ან შემაშფოთებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და გონიერების მოთხოვნები, ურომლისოდაც დემოკრატიული საზოგადოება ვერ იარსებებს” აქედან გამომდინარე შეიძლება დაისვას კითხვა თუ რამდენად შეესაბამება მიღებული კანონი საერთაშორისო სამართლის ნორმებს. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის, თეა თუთბერიძის განცხადებით კანონი რომელიც ამა წლის 17 ივლის იქნა მიღებული სრულად შეესაბამება, როგორც ამერიკის ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის პრეცენდენტულ სამართალს. იგი შინაარსობრივად ნეიტრალურია კონსტიტუციასთან და არცერთ მუხლთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით თავისი აზრი ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: “იქ სადაც გააზრებული და გათავისებულია გამოხატვის თავისუფლების ჭეშმარიტი ღირებულება სადაც ადამიანთა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო., საზოგადოებას წარმატებისა და განვითარების პერსპექტივა უდაოდ აქვს. Gგამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია, რადგან ამ უფლების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებათა რეალიზაცია”. (წყარო: გამოხატვის თავისუფლების პირველი ტომი)

საბოლოოდ მაინც საზოგადოების შესაფასებელია თუ რამდენად არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. დასკვნა შეიძლება ალბერტ აინშაინის სიტყევბმა მოგვცეს: “მხოლოდ კანონმდებლობა ვერ დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას. იმისათვის, რომ ყოველმა ადამიანმა უსაფრთხოდ გამოთქვას საკუთარი შეხედულება, საჭიროა საზოგადოება იყოს შემწყნარებელი”

ეკატერინე დავითაშვილი
სტატიის pdf ვერსია

Written by ეკა დავითაშვილი

2010/05/06 at 05:52